ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაღუპულები და დაინფიცირებულები - ფლორიდაში ორი საკრუიზო გემი გაჩერდა 


ფლორიდამ მიიღო გადაწყვეტილება და ორი საკრუიზო გემი საკუთარ სანაპიროზე მიიღო. ორივე გემზე ჯამში 2 436 ადამიანი იმყოფება, 1186 ეკიპაჟის წევრია ხოლო დანარჩენი მგზავრები.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით მოგზაურობის დროს 4 ადამიანი დაიღუპა, აქედან დაზუსტებით შეიძლება იმის თქმა, რომ ორის გარდაცვალება ახალმა კორონავირუსმა გამოიწვია.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით დაინფიცირებულია 100-მდე ადამიანი. მათი ნაწილი მგზავრია ნაწილი კი ეკიპაჟის წევრები. დაინფიცირებულთა ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გემზე ამ დრომდე რჩებიან როგორც მგზავრები ასევე ეკიპაჟის წევრები. დაინფიცირებული ადამიანები გემს გამოჯანმრთელებამდე ვერ დატოვებენ.

გემებზე მყოფ ადამიანებს რომლებსაც არ აქვთ სიმპტომები სპეციალური ავიარეისებით, უსაფრთხოების სრული დაცვით სახლებში დააბრუნებენ. საკრუიზო გემებზე იმყოფებიან ამერიკის მოქალაქეებიც მათ შორის ფლორიდაში მცხოვრები ადამიანებიც.

საკრუიზო გემებმა მოგზაურობა სამხრეთ ამერიკიდან 2 კვირის წინ დაიწყეს და დახმარების თხოვნით მას შემდეგ მიმართეს ფლორიდას რაც მგზავრთა ნაწილი დაიღუპა ნაწილი კი დაინფიცირდა. ფლორიდის ადგილობრივმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და გემების დასახმარებლად სპეციალური გემი გაგზავნა. ახლა ორივე გემი ფლორიდაშია გაჩერებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG