შენზენი არის პირველი ქალაქი ჩინეთში, რომელმაც აკრძალა გარეული ცხოველების ჭამა და რეგულაციაში კატისა და ძაღლის ხორცის ჭამის აკრძალვაც ჩართო. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
გამოცემა საერთაშორისო ჰუმანური საზოგადოების სპეციალისტ, ექიმ პეტერ ლიზე დაყრდნობით, ამბობს, რომ ერთ წელიწადში ჩინეთში 10 მილიონ ძაღლს და 4 მილიონ კატას ჭამენ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს გარკვეულ პროვინციებს ეხება. ჩინელების უმრავლესობას ძაღლის ხორცი არ გაუსინჯავს. "ბი-ბი-სის" ცნობით, აზიის ქვეყნებში, საშუალოდ ერთ წელში 30 მილიონ ძაღლს კლავენ.
ქალაქ შენზენში მიღებული გადაწყვეტილებით, იკრძალება როგორც ძაღლისა და კატის ხორცის გაყიდვა, ასევე ამ პროდუქტების საკვებად გამოყენება. გადაწყვეტილება ძალაში პირველი მაისიდან შევა. გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა კი ახალი კორონავირუსის პანდემია გახდა. რომელიც, როგორც ცნობილია, ველური ცხოველის ხორცის საკვებად გამოყენებამ გამოიწვია.
"ძარლებმა და კატებმა დაამყარეს უფრო ახლო შინაური კონტაქტი ადამიანებთან ვიდრე სხვა ცხოველებმა. ძაღლის, კატის და სხვა შინაური ცხოველის ხორცით კვებაზე უარი თქვეს სხვა ქვეყნებში მაგალითად ჰონგ-კონგსა და ტაივანში,"- წერია განცხადებაში, რომელიც ქალაქ შენზეის მთავრობამ გაავრცელა.
ამ პროცესების პარალელურად, ჩინეთმა დაამტკიცა, რომ კორონავირუსით დაავადებული ადამიანების სამკურნალოდ, დათვის ნაღველი ეფექტურია. აღნიშნული მეთოდით მკურნალობა ტრადიციული ჩინური მედიცინის ნაწილია.
Facebook Forum