ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ-იორკი: პანდემია აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება, პიკი აპრილ-მაისში იქნება 


ახალი მონაცემები ნიუ-იორკიდან იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ პანდემიასთან ბრძოლა შტატში აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება, პიკი კი აპრილის ბოლოს - მაისის დასაწყისში იქნება. თუმცა, აღნიშნული მონაცემები თეორიულია და სხვადასხვა მოდელებით ანგარიშდება.

ცოტა ხნის წინ ნიუ-იორკის გუბერნატორმა აღნიშნა, რომ შტატის, ისევე როგორც ქვეყნის მიზანია, სოციალური დისტანცირების წესების დაცვით, პანდემიის პიკის დროში გაწელვა მოხდეს.

"პანდემიის პიკი შეიძლება იყოს 7 ან 21 დღე. ჩვენი მიზანია, რომ პიკი არ იყოს რამდენიმე დღეში რადგან თუ მცირე დროში ბევრი ადამიანი მიმართავს საავადმყოფოებს, ჩვენ მათ დახმარებას ვერ შევძლებთ. ეს თუ დროში გახანგძლივდება, ჩვენი ექიმები შეძლებენ ყველას აღმოუჩინონ დახმარება. პანდემიის პიკის გავახანგრძლივება დამოკიდებული იქნება სოციალური დისტანცირების დაცვაზე,"- ამბობს გუბერნატორი.

მოდელი, რომლითაც შეერთებული შტატები კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, ამ დროისთვის შემდეგი პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა: ამერიკაში ჯამში პანდემიის დროს დაიღუპება 93 000 ადამიანი ხოლო შტატ ნიუ-იორკში 16 000. არ არის გამორიცხული მონაცემები გაიზარდოს იმის მიხედვით, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება პანდემიის პიკი.

დღეს, ადგილობრივი დროით დღის 12 საათზე, შტატ ნიუ-იორკში 92 381 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი, რაც 24 საათში დაახლოებით 7 000-ით ზრდას გულისხმობს. ინფიცირებულთა დიდი ნაწილი სახლში მკურნალობს. საავადმყოფოებში იმყოფება 13 383 ადამიანი. გასულ 24 საათში მათი რაოდენობა დაახლოებით 1 200-ით გაიზარდა.

საავადმყოფოებში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსებულია 3 396 ადამიანი. ნიუ-იორკის გუბერნატორი მოუწოდებს მოსახლეობას, დაემორჩილონ მითითებებს, რომელსაც როგორც ფედერალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლება გასცემს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG