დღეს ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი სახელგანთქმული თეატრალური დასი, ბრიტანეთის შექსპირის სამეფო თეატრი სეზონს მალე გახსნის. წარმოდგენები ზაფხულისკენ, ღია ცის ქვეშ, საგანგებოდ აშენებულ სივრცეში გაიმართება.
სეზონს შექსპირის სამეფო თეატრი სპექტაკლით "შეცდომათა კომედია" გახსნის. წარმოდგენის პრემიერა გასულ აპრილს იყო დაგეგმილი, თუმცა, პანდემია კოვიდ-19-ის გამო გაუქმდა.
რეჟისორი ფილიპ ბრინი ახლა სპექტაკლის ღია ცის ქვეშ გადასატანად ემზადება და დადგმასაც შესაბამისად ცვლის. “ეს იყო გამოწვევებით სავსე დრო და ჯერ კიდევ არის, თუმცა მომავალს მაინც ოპტიმიზმით შევყურებთ" - თქვა თეატრალური დასის სამხატვრო დირექტორმა გრეგორი დორანმა.
Facebook Forum