ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატის უშიშროების კომიტეტი ადასტურებს 2016 არჩევნებში რუსეთის ჩარევას


შეერთებული შტატების სენატის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე რიჩარდ ბარი აცხადებს, რომ კომიტეტის გამოძიებით მტკიცდება 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევა.

მისი თქმით, ამ ჩარევის მიზანი, როგორც უსაფრთხოების სხვა წარმომადგენლებმა წარსულში განაცხადეს, დონალდ ტრამპის კანდიდატურის დახმარება იყო. ბარის თქმით, კომიტეტი ამ დასკვნამდე წყაროების “14-თვიანი შესწავლის შემდეგ მივიდა”.

სენატორის ამ განცხადებას წინ უძღოდა სენატის იურიდიული კომიტეტის მიერ 2500-გვერდიანი ანგარიშის გამოქვეყნება, რომელიც 2016 წელს დონალდ ტრამპ უმცროსს და რუსეთის წარმომადგენელთა ჯგუფს შორის შეხვედრების აუდიოჩანაწერის ტექსტსური ვერსიაა. ამ შეხვედრაზე რუსეთის წარმოამდგენლები ტრამპს მხარდაჭერას და დემოკრატი კანდიდატის ჰილარი კლინტონისთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებას პირდებიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG