შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორი აცხადებს, რომ პრეზიდენტი ტრამპი „მორალურად შეუფერებელია“ იყო პრეზიდენტი და არსებობს „ზოგიერთი სამხილი“, რომ ტრამპმა მართლმსაჯულებას ხელი შეუშალა.
კომიმ თქვა, რომ პრეზიდენტი თვით პატივისცემის განსახიერება უნდა იყოს და ქვეყნის ძირითად ღირებულებებს აღიარებდეს. მისი სიტყვებით: „სიმართლე ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ პრეზიდენტს ეს არ შეუძლია“.
კომის კომენტარები, მისი წიგნის გამოცემის წინ, ტელეარხ „ეი ბი სი“-სთან, კვირა დღის ეთერში გასულ ინტერვიუში გაჟღერდა.
კომი, თავის წიგნში, ნაწილობრივ 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის და ჰილარი კლინტონის ელექტრონული ფოსტის კერძო სერვერის გამოძიებებში მის როლს და ასევე, წინა წელს, პრეზიდენტის მიერ მის დათხოვნამდე, ტრამპთან პირისპირ საუბრებს ეხება.
Facebook Forum