სკვითური არტეფაქტები უკრაინაში დაბრუნდა. 10 უნიკალური ისტორიული ნივთი კიევში ამსტერდამიდან ჩაიტანეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ეროვნული მუზეუმი ავრცელებს.
10 წლის განმავლობაში უკრაინული არტეფაქტები ნიდერლანდებში იყო დაცული. საუბარია ათზე მეტ უნიკალური ისტორიის მქონე ნივთზე, მათ შორის, ოქროს სკვითურ ჩაფხუტსა და ყელსაბამზე.
არტეფაქტებში ამსტერდამში, ალარ პირსონის მუზეუმში 2014 წელს ყირიმში არსებული 4 უკრაინული მუზეუმიდან გამოფენისთვის გაიგზავნა, მოგვიანებით რუსეთმა ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა, რის გამოც ნივთების შესახებ დავა დაიწყო. 10 წლის განმავლობაში უკრაინა ცდილობდა, ისტორიული ნივთები რუსეთის საკუთრებაში არ დარჩენილიყო და ისინი არა რუსეთის მიერ კონტროლირებულ ყირიმში არამედ კიევში დაბრუნებულიყო.
„თითქმის 10 წლიანი სასამართლო დავის შემდეგ უნიკალური არტეფაქტები უკრაინას დაუბრუნდა. ალარ პირსონის მუზეუმმა ის უკვე გადასცა უკრაინის ეროვნულ მუზეუმს. ეს უკრაინის ისტორიაა“,- ნათქვამია უკრაინის ეროვნული მუზეუმის განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მანამ სანამ ყირიმის დეოკუპაცია არ მოხდება, ყველა ეს ნივთი უკრაინის ეროვნულ მუზეუმში იქნება შენახული.
Facebook Forum