ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეძლებს სააკაშვილი ციხიდან „ნაციონალურმა მოძრაობის“ ლოკომოტივი იყოს?


მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მისი პარტია "ნაციონალური მოძრაობა" გამარჯვებისთვის იბრძოლებს
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მისი პარტია "ნაციონალური მოძრაობა" გამარჯვებისთვის იბრძოლებს

„ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც უკვე 11 წელია ოპოზიციაშია, 2024 წლის საპარლამენტო არჩვენებისთვის კამპანია, ვარდების რევოლუციის მე-20 წლისთავზე დაიწყო.

მნიშვნელოვანი სიახლეა ის ფაქტი, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლოკომოტივი, როგორც ჩანს, კვლავ, პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იქნება. იგი გასულ წელს, თვეების მანძილზე ამბობდა, რომ საქართველოს საშინაო საქმეები აღარ აინტერესებს. ამასვე აცხადებდნენ მისი ვაჟი და დედაც.

ჩვენ ვემზადებით პირველ ადგილზე გასასვლელად და გასამარჯვებლად! აბა რისთვის ჩამოვედი აქ? რისთვის ჩავიგდე ჩემი სიცოცხლე საფრთხეში?!
მიხეილ სააკაშვილი, მსჯავრდებული, მესამე პრეზიდენტი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელსაც ორ სისხლის სამართლის საქმეზე 3 და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული და კიდევ ოთხ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულია, 2023 წლის მეორე ნახევარში, ქართულ პოლიტიკაში აქტიურად დაბრუნდა.

სააკაშვილი 2022 წლის მაისიდან კლინიკაშია და „ვივა მედიდან“ სასამართლო პროცესზე დისტანციურ ვიდეო ჩართვებს პოლიტიკური ტრიბუნისთვის იყენებს.

„მინდა ნათლად გითხრათ, რომ ჯერ ერთი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა აჩვენოს საუკეთესო შედეგი, რაც შეუძლია მას“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვის დროს.

„ჩვენ არ მივდივართ (არჩევნებზე) საპატიო მეორე ადგილისთვის. თუ ვინმე ემზადება სამუდამოდ ოპოზიციაში ყოფნისთვის, ამას ვერ მიიღებს. ჩვენ არ ვემზადებით საპატიო მეორე ადგილისთვის, ჩვენ ვემზადებით პირველ ადგილზე გასასვლელად და ჩვენ ვემზადებით გასამარჯვებლად! აბა რისთვის ჩამოვედი აქ? რისთვის ჩავიგდე ჩემი სიცოცხლე საფრთხეში?!“ - აღნიშნა სააკაშვილმა.

სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო გეგმებზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:30 0:00

ექს-პრეზიდენტი სამშობლოში უკრაინიდან უკანონოდ 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა, 1 ოქტომბერს კი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, მიხეილ სააკაშვილი დააპატიმრეს.

მის მოულოდნელ გამოჩენას თვითმმართველობის არჩევნებზე ეფექტი ნამდვილად ჰქონდა: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქვეყნის მასშტაბით 541 ათასი ხმა მიიღო - 22 ათასი ხმით მეტი, ვიდრე 2020 წლის საპარლამენტო და 284 ათასი ხმით მეტი, ვიდრე 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში.

მისმა ჩამოსვლამ, გამომდინარე იქედან რომ ეს ადამიანი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელი იყო, ოპოზიციურ ველში, გარკვეული პრობლემა გამოიწვია. ამას დაემატა, კიდევ ბევრ საკითხზე ჩამოუყალიბლებლობა: უნდა წასულიყო თუ არა სააკაშვილი პოლიტიკიდან? ოპოზიციიდან? და, ამანაც მნიშვნელოვანად ჩამოშალა ოპოზიცია“
გიორგი გობრონიძე, სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი

ექსპერტების აზრით, სააკაშვილის ასეთ დაბრუნებას ამომრჩევლის მობილიზაცია მოჰყვა, თუმცა მისმა ციხეში აღმოჩენამ მთლიანობაში უფრო დაასუსტა და არია, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ისე მთლიანად ოპოზიცია.

„მისი ჩამოსვლა, რა თქმა უნდა, აისახა ქართულ პოლიტიკურ ველზე და ცხოვრებაზე, იმიტომ რომ ელემენტარულად, მისივე პარტიის აქტივი ვერ გაერკვა, რა უნდა ქნას და როგორ უნდა მოიქცეს სააკაშვილთან დაკავშირებით“, - უთხრა „ამერიკის ხმას“ სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის ანალიტიკოსმა გიორგი გობრონიძემ.

მისი თქმით, „ნორმალურ შემთხვევაში, მისი პარტია წესით პროტესტს არ უნდა წყვეტდეს, საპატიმრო დაწესებულება იქნება თუ სამედიცინო დაწესებულება... იქედან კარავს არ უნდა იღებდეს, რომ თავისი ლიდერი დაიხსნას ან ხალხს ხმა მიაწვდინოს, მაგრამ არა, ამაზე საუბარი კომფორტული კაბინეტიდან ურჩევნიათ".

გობრონიძე ასევე ამბობს, რომ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამ ოპოზიციაზე დიდი გავლენა იქონია "გამომდინარე იქედან, რომ ეს ადამიანი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელი იყო".

"ჩვენ ხომ ასე გვახასიათებს, მოგვყავს პოლიტიკოსი 100%-ით და მერე მიგვყავს 100%-ით, ამანაც, ოპოზიციურ ველში, გარკვეული პრობლემა გამოიწვია. ამას დაემატა, კიდევ ბევრ საკითხზე ჩამოუყალიბებლობა: უნდა წასულიყო თუ არა სააკაშვილი პოლიტიკიდან? ოპოზიციიდან? საერთოდ რა უნდა გაეკეთებინა მას? აქ ძალიან ბევრი გაუგებარი პროცესი წარიმართა და ამანაც მნიშვნელოვანად ჩამოშალა ოპოზიცია“ - მიაჩნია გობრონიძეს.

"სააკაშვილის ჩამოსვლამ ოპოზიცია მნიშვნელოვნად ჩამოშალა"
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:20 0:00

„მე მგონია, რომ მთლიანობაში სააკაშვილის ამ ნაბიჯს (ჩამოსვლას) უარყოფითი შეფასება ისტორიულად არ ექნება. რაც შეეხება წმინდა პოლიტიკურ გათვლას, მოიტანდა თუ არა ეს შედეგს, თუ არ მოიტანდა, ამაზე შეიძლება სრულიად ლეგიტიმური იყოს კამათი.

მთლიანობაში სააკაშვილის ამ ნაბიჯს (ჩამოსვლას) უარყოფითი შეფასება ისტორიულად არ ექნება, რაც შეეხება, მოიტანდა თუ არა ეს შედეგს? ხო, არ იყო მაინცდამაინც ნიადაგი მზად
დავით დარჩიაშვილი, რუსეთის კვლევის ცენტრი

ხო, არ იყო მაინცდამაინც ნიადაგი მზად, რომ მას რაიმე პოლიტიკური ჩანაფიქრი თუ ჰქონდა, ის განხორციელებულიყო. ამას შეიძლებოდა მოეტანა რაიმე დადებითი, დადებითი ოპოზიციის გაერთიანების თვალსაზრისით. არ მოიტანა. თავისთავად, ოპოზიციის სისუსტის და დაქსაქსულობის მიზეზი უფრო ღრმა იყო“, - გვითხრა რუსეთის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით დარჩიაშვილმა.

2021 წლის ოქტომბერთან შედარებით, 2023 წლის ნოემბერში, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უფრო რთული სასტარტო მდგომარეობაა.

სააკაშვილი 2 წელზე მეტია პატიმარია. პარალელურად, მისი პარტია იანვარში, პარტიის თავმდჯომარეობიდან ნიკა მელიას გადაყენებისა და ლევან ხაბეიშვილის დაწინაურების შემდეგ, მორიგი დიდი განხეთქილება-გაყრის ზღვარზეა.

ვარდების რევოლუციის მე-20 წლისთავზე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სააკაშვილმა 11 პუნქტიანი მანიფესტი გამოაქვეყნეს. „ეს არ არის ვიწროპარტიული მანიფესტი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა აჩვენოს, რომ ის არის პოტენციურად მოგებული და ემზადოს გამარჯვებისთვის, მაგრამ ყველა სხვა პარტიისთვის ჩვენ უნდა ვიყოთ გახსნილი“ - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

რამდენად შეძლებს სააკაშვილი კლინიკა „ვივა მედის“ პალატიდან, ერთის მხრივ შიდა პარტიული კონსოლიდაციის შენარჩუნებას და მეორეს მხრივ, შედარებით, მცირე ოპოზიციური ჯგუფებთან და დანარჩენ ოპოზიციასთან თანამშრომლობის აწყობას, რთული სათქმელია. ექსპერტების შეფასებით, ეს ორივე ურთულესი ამოცანა და გამოწვევაა.

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა უკვე განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილი „უკანონოდ ცდილობს ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას“. საქართველოს საარჩევნო კოდექსით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, არჩევნებში და საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა ეკრძალება, სააკაშვილი კი 2015 წლიდან მხოლოდ უკრაინის მოქალაქეა.

პარალელურად, იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება სახეზეა და როგორც კი ექიმების შესაბამისი დასკვნა მზად იქნება, მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტს კლინიკიდან ისევ ციხეში დააბრუნებენ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG