ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საუდის არაბეთი და რუსეთი ნავთობის მოპოვებას ამცირებენ და ფასებს ზრდიან


საუდის არაბეთმა და რუსეთმა, მსოფლიოში ნავთობის უდიდესმა ექსპორტიორებმა, ორშაბათს ნავთობის მოპოვების ისედაც შემცირებული რაოდენობა კიდევ უფრო შეამცირეს. ამ გადაწყვეტილებით მათ ნავთობზე ფასები გაზარდეს მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელია გლობალური ეკონომიკური აქტიურობის შენელება და აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა კი საპროცენტო განაკვეთი შესაძლოა კიდევ გაზარდოს.

საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ კიდევ ერთი თვით გააგრძელებს ნავთობის მოპოვების დღეში ერთი მილიონი ბარელით ნებაყოფლობით შეკვეცას და შესაძლოა ეს შეკვეცა ერთი თვის შემდეგაც გაგრძელდეს.

საუდის არაბეთის განცხადებიდან ცოტა ხანში, რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ მოსკოვი თავისი ნავთობის ექსპორტს, აგვისტოში დღეში 500,000 ბარელით შეკვეცს.

ეს შეკვეცები გლობალური მიწოდების 1.5 პროცენტს შეადგენს.

შეკვეცაზე ინფორმაციის გავრცელების კვალდაკვალ, ნავთობზე ფასები გაიზარდა. 09:50 გრინვიჩის დროით, „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 89 ცენტით გაიზარდა და ფასმა 76,30 დოლარამდე აიწია.

XS
SM
MD
LG