ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსულ ნავთობზე დამოკიდებულება ევროკავშირის სანქციების ახალ რაუნდს აფერხებს


ევროკავშირის ძალისხმევას უკრაინაში ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი რაუნდის ამოქმედების შესახებ ზოგიერთი წევრი სახელმწიფო ეწინააღმდეგება. ისინი რუსული ნავთობის იმპორტის შეზღუდვას მხარს არ უჭერენ.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში კიდევ ერთხელ 24 თებერვალს შეიჭრა, ევროკავშირმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები ხუთ რაუნდად დაამტკიცა. პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, უმაღლესი თანამდებობის ოფიციალური პირები, 350-ზე მეტი კანონმდებელი და კრემლის მხარდამჭერი ოლიგარქები ამ სანქციების სამიზნე გახდნენ. გაყინულია მათი ქონების ნაწილი და მოქმედებს მოგზაურობის შეზრუდვები. სანქციები შეეხო ბანკებს, ტრანსპორტის სექტორსა და პროპაგანდის სავარაუდო გამავრცელებლებსაც.

პროცესი, რომელსაც წარსულში შესაძლოა წლები დასჭირვებოდა, ახლა სულ სამ თვეში განცორციელდა - 27-წევრიანი ბლოკისთვის სედარებით სწრაფი ტემპით. თუმცა რუსეთისთვის ენერგიით მიღებული შემოსავლების შეზღუდვა ევროკავშირის ზოგი სახელმწიფოს მხრიდან მოსკოვზე დამოკიდებულების პირობებში გაცილებით რთულად გადასაწყვეტი საკითხი აღმოჩნდა.

ევროკავშირის აღმასრულებელმა სტრუქტურამ - ევროკომისიამ 4 მაისს ომთან დაკავშირებული სანქციების მე-6 პაკეტი წარმოადგინა, რომელიც რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვასაც გულისხმობს. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ვონ დერ ლეიენი აღიარებს, რომ შეთანხმების მირწევა ადვილი ვერ იქნებოდა.

ერთ-ერთი მოწინააღმდეგე უნგრეთია, რომელიც ჩეხეთისა და სლოვაკეთის მსგავსად, რუსულ ნავთობზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული. ყოყმანობს ბულგარეთიც. უნგრეთი საჭირო ნავთობის 60 %-ის, ბუნებრივი გაზის კი 85 %-ის იმპორტს სწორედ რუსეთიდან ახორციელებს,

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სიტუაცია განვმუხტოთ. მე არ შემიძლია გარანტია მოგცეთ, რომ ეს მოხდება, რადგან პოზიციები საკმაოდ მტკიცეა", - უთხრა ჟურნალისტებს ევროკავშირის ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში. "ზოგიერთი წევრი სახელმწიფო უფრო მეტ სირთულეს აწყდება, რადგან ისინი მეტად დამოკიდებულნი არიან [რუსეთზე], მათ ნავთობი მხოლოდ რუსეთიდან მომავალი მილსადენებით მიეწოდებათ" , - განმარტავს ბორელი.

ევროპაში რუსეთის პრეზიდენტის ყველაზე ახლო მოკავშირე უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანია. მას ევროკავშირის წინა სანქციებისთვისაც არ სურდა მხარის დაჭერა და რუსულ ქვანახშირზეც მხოლოდ ეტაპობრივ ემბარგოს მიემხრო. 2010 წელს პოსტზე მისი დამტკიცების შემდეგ ქვეყნის დამოკიდებულება რუსულ ენერგიაზე კიდევ უფრო გაიზარდა. ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნის ლიდერები ამგვარი პოზიციების გამო უკმაყოფილების გამოხატვას არ ერიდებიან.

"მთელი კავშირი ერთ წევრ სახელმწიფოს ჰყავს მძევლად აყვანილი", - თქვა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გებრიელიუს ლენდსბერგისმა. მისი თქმით, ევროკომისიამ შესთავაზა სახელმწიფოებს რუსულ ნავთობზე დამოკიდებულების ეტაპობრივი შემცირება 2024 წლის ბოლომდე და ყველა ფიქრობდა, რომ ეს საკმარისი იქნებოდა.

ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი საიმონ კოვენი კი ამბობს, რომ ეს რთული საკითხია ზოგიერთი ქვეყნისთვის, მაგრამ "ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ და კრემლსა და მოსკოვს ძალიან ნათელი სიგნალი უნდა გავუგზავნოთ იმის შესახებ, რომ ჩვენ უკრაინაში მათი განგრძობით და სრულიად გაუმართლებელ ომის საფასურს კვლავ გავზრდით".

ანალიტიკოსები მსჯელობენ იმის შესახებ, ხომ არ მიაღწია ევროკავშირმა "თანხმობის ლიმიტს". გაზთან დაკავშირებულ საკითხებზე შეთანხმების მიღწევაში სირთულეები მათთვის თავიდანვე მოსალოდნელი იყო. თუმცა ამავე დროს, სავარაუდოდ მალე იქნება მიღწეული პოლიტიკური შეთანხმება თანხის მეოთხე ტრანშის თაობაზე იმისთვის, რომ უკრაინას საჭირო იარაღი მიაწოდონ.

XS
SM
MD
LG