ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სან-ფრანცისკო და ახალი ორლეანი სავალდებულო ვაქცინაციის ინიციატივას უერთდებიან


ამერიკაში სულ უფრო იზრდება იმ დაწესებულებების, თუ ქალაქების რიცხვი, სადაც ვაქცინაცია სავალდებულო ხდება. სან-ფრანცისკოსა და ახალ ორლეანში, იმისთვის, რომ რესტორანში, სავარჯიშო დარბაზში, ან მსგავს დაწესებულებაში მოქალაქე შეუშვან, სავალდებულო გახდება ვაქცინაციის მოწმობის ჩვენება.

პირველი ქალაქი, ვინც მსგავსი რეგულაცია ამერიკაში შემოიღო, ნიუ-იორკი იყო. ახლა იქ მხოლოდ აცრილებს შეუძლიათ კაფეებში, რესტორნებსა, თუ სპორტდაბრაზებში სიარული. ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი, ქალაქის მესვეურებისთვის დელტა ვარიანტის სწრაფი ზრდაა.

სასწავლო წლის მოახლოებასთან ერთად, მიმდინარეობს მსჯელობა იმაზეც, როგორი იქნება რეგულაციები მოსწვალეებისა და მასწავლებლებისთვის. ჰიუსტონის სასკოლო უბნის საბჭოს წევრებმა გადაწყვიტეს, რომ მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო იყოს, როგორც სკოლის ავტობუსით მგზავრობის, ისე სკოლის შენობაში ყოფნის დროს.

კორონავირუსის დელტა ვარიანტის სწრაფი გავრცელების ფონზე, ცნობილია, რომ ის განსაკუთრებულად უტევს ბავშვებს. ამიტომ, სკოლები ახლა სახიფათო ზონებად მიიჩნევა და დიდი დებატების გამოწვევის მიზეზიც გახდა. რამდენიმე შტატში დავამ სასამართლოში გადაინაცვლა. პირბადეების გარდა, შესაძლებელია, მასწავლებლებისთვის ვაქცინაციაც სავალდებულო გახდეს.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა და უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში პიკს მიაღწია. იგივე დროის მონაკვეთში, ყოველდღიური სიკვდილობის მაჩვენებლებმა 85%-ით მოიმატა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG