პირველად და წარმატებით მოხდა სამი კოსმონავტის გაშვება საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მიმართულებით სწრაფი მანევრის გამოყენებით, რომლის მეშვეობით სადგურამდე მიღწევა სულ სამ საათში შეიძლება.
“ნასა”-ს ასტრონავტი ქეით რუბინსი, რუსეთის კოსმოსურ სააგენტო “როსკოსმოს”-ის სერგეი რიჟიკოვთან და სერგეი კუდ-სვერჩკოვთან ერთად, ოთხშაბათ დილით, რუსეთის მიერ დაქირავებულ ბაიკონურის კოსმოდრომიდან გაუშვეს. კოსმონავტები სადგურზე ექვს თვეს დაჰყოფენ.
პირველად ხდება, რომ ცდილობენ სადგურს ორ ორბიტიანი, სამსაათიანი მიდგომით მიაღწიონ. ეკიპაჟებს ადრე ამისთვის ორჯერ მეტი დრო სჭირდებოდათ. გაშვების წინ, სამშაბათს გამართულ პრეს-კონფერენციაზე რუბინსმა ხაზი გაუსვა, რომ კორონავირუსის საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ეკიპაჟმა ვარსკვლავურ ქალაქში ორკვირიანი, შემდეგ კი ბაიკონურზე, 17 დღიანი კარანტინი გაიარა.
ნოემბერში, რუბინსი, რიჟიკოვი და კუდ-სვერჩკოვი, სადგურზე “ნასა”-ს “სპეის ექსი”-ს პირველ სამუშაო ხომალდს დახვდებიან, რომელიც სადგურზე “ნასა”-ს ასტრონავტებს მაიკ ჰოპკინსს, ვიქტორ გლოვერს და შენონ ვოკერს, ასევე იაპონიის აეროკოსმოსის კვლევის სააგენტოს ასტრონავტ სოიჩი ნოგუჩის მიიყვანს
Facebook Forum