ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუს ჯარისკაცებს დასავლური ტექნიკის განადგურებისთვის დააჯილდოებენ


ამერიკული "აბრამსის" ტანკები ნატოს წვრთნებზე ლატვიაში
ამერიკული "აბრამსის" ტანკები ნატოს წვრთნებზე ლატვიაში

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ იმ ჯარისკაცებს, ვინც უკრაინასთან ომში მიმდინარე ბრძოლებში, გერმანიაში დამზადებულ "ლეოპარდის" ტიპის ტანკებს, ამერიკულ ჯავშანტექნიკას ან ნატოს სხვა ქვეყნების მიერ უკრაინისთვის გადაცემულ საბრძოლო მანქანებს გაანადგურებს, ფულად პრემიებს გადასცემს. განცხადება მოსკოვმა დღეს, 16 ივნისს გაავრცელა.

სამინისტრო ასევე ამბობს, რომ აღნიშნული წახალისება გაცილებით ფართო პროგრამის ნაწილი იქნება, რომლის საშუალებითაც ფულადი პრემიები, ბოლო 15 თვის განმავლობაში, უკვე 10 000-ზე მეტმა რუსმა ჯარისკაცმა მიიღო. მოსკოვის თქმით, მათ უკრაინული და დასავლური, 16 000-ზე მეტი სამხედრო მანქანა და მოწყობილობა გაანადგურეს.

გასულ კვირას, თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ რუსეთის გმირის ოქროს მედლით დააჯილდოვა ის ჯარისკაცები, რომლებმაც მოსკოვის თქმით, გერმანული "ლეოპარდის" ტანკები და ამერიკული "ბრედლის" ჯავშანტექნიკა დააზიანა. რუსეთის განცხადებით, სამხედრო პილოტები და სხვა მოიერიშე ოპერატორები, დასავლური ტექნიკის განადგურებისთვის, 300 000 რუბლის ოდენობის ფულად ჯილდოს იღებენ, მათ შორის "ჰაიმარსის" ტიპის სარაკეტო სისტემის მწყობრიდან გამოყვანისთვის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG