დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე, რუსეთის დუმამ მიიღო დადგენილება, რომელშიც მხარს უჭერს საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების ამოქმედებას და რუსეთის მთავრობას სანქციების განხილვის რეკომენდაციას აძლევს. ამის შემდეგ, მთავრობამ სპეციალური ეკონომიკური ზომების თაობაზე შესაბამისი წინადადებები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უნდა წარუდგინოს.
დადგენილება დსთ-ს საკითხთა კომიტეტმა მოამზადა. ის რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების შეჩერებას გულისხმობს. სანქციები ასევე ითვალისწინებს ქართული ღვინის და მინერალური წყლების იმპორტის აკრძალვას.
ერთი დღით ადრე, იმპორტის აკრძალვის ინიციატივით სერგეი ნევეროვი, რუსეთის მმართველი პარტიის „ედინაია რასიას“ ვიცე-სპიკერი გამოვიდა. ფულადი გზავნილების შეჩერების საკითხიც დუმაში მან დააყენა.
Facebook Forum