ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისში სიტუაცია დაძაბულია


ამ წუთებში ანტოსაოკუპაციო მოძრაობის წევრები პუშკინის სკვერიდან რუსთაველის მიმართულებით გადაადგილებას ცდილობენ.

პოლიციამ თქვა, რომ თუ ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები მივლენ რუსთავლეზე, მაშინ მათ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფენ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე ლგბტ თემის მიერ დაანონსებული ღირსების მარშის გაუქმებისა და ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმების მოთხოვნით დილიდან ლევან ვასაძე, მართლმადიდებელ მშობლეთა კავშირი, ქართული მარში და მათი მხარდამჭერები არიან შეკრებილები.

პარალელურად ღირსების მარში მცირე მასშტატებებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან უკვე ჩატარდა.

ანტისაოკუპაციო მოძრაობა უკვე მე-19 დღეა რაც რუსეთის ოკუპაციასა და რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის თბილისში ვიზიტს აპროტესტებს. აქციიის მონაწილეების მესამე მოთხოვნა, გიორგი გახარიას გადადგომა კვლავ ძალაში რჩება.

XS
SM
MD
LG