ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინის ბრძანება საქართველოდან ფრენების აკრძალვაზე ძალაში დღეს შევიდა


პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძანება საქართველოში ფრენების აკრძალვის შესახებ ძალაში დღეს შევიდა. ბრძანება „რეკომენდაციას“ აძლევს ტურისტულ სააგენტოებს საქართველოში ტურების გაყიდვა შეწყვიტონ.

საქართველოდან რუსეთში უკანასკნელი ფრენა თბილისის დროით დილით 5 საათზე „აეროფლოტმა“ განახორციელა. კრემლის თქმით, აკრძალვა „დროებითია“, თუმცა ბრძანებაში მისი დასრულების დღე არაა მითითებული.

2018 წელს საქართველოს 1.6 მილიონი რუსი ტურისტი ესტუმრა. რუსეთის მოქალაქეების წილი ტურისტებს შორის საქართველოში, 15 პროცენტია. რუსეთის მოქალაქეებზე ტურიზმის შემოსავლის 10 პროცენტი მოდის. თუმცა, რუსეთის მოქალაქეებს ავიაკომპანიები ალტერნატიულ გზას სთავაზობენ საქართველოში მოსახვედრად სომხეთის, ბელორუსიის, თურქეთის და აზერბაიჯანის გავლით.

ფრენების აკრძალვის გადაწვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტით გამოწვეული დემონსტრაციების საპასუხოდ, 21 ივნისს, მიიღო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG