ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საავადმყოფოში არსებული პირობების გამჟღავნების გამო, რუს მოქალაქეს ქვეყნიდან გაქცევა მოუხდა


რუსმა მამაკაცმა, რომელმაც მედ-მუშაკის სამოსი მოირგო და საავადმყოფოში ასე შეაღწია, რათა „კოვიდ-19“ -ით ინფიცირებული საკუთარი ბებიის მოვლა მოეხერხებინა, გამოამჟღავნა საშინელი სურათი, თუ ციმბირის ქალაქ ტომსკის საავადმყოფოში, როგორ ეპყრობოდნენ კორონავირუსიან პაციენტებს. ის იძულებული გახდა, საკუთარი უსაფრთხოების მიზნით, ქვეყნიდან გაიქცეულიყო.

სერგეი სამბორსკიმ „ინსაიდერის“ საგამოძიებო ჯგუფს 28 ნოემბერს უთხრა, რომ რუსეთის დატოვების შემდეგ, ამჟამად საქართველოში იმყოფება.

ოქტომბერში, როდესაც მას უფლება არ მისცეს, საავადმყოფოში მოთავსებული 84 წლის ბებია მოენახულებინა, სამბორსკიმ დამცავი აღჭურვილობა მოირგო, რათა საავადმყოფოს თანამშრომელს დამსგავსებოდა. ამან სამბორსკის საკუთარ ბებია, იულია ემელიაშინასთან შეღწევის საშუალება მისცა.

სამბორსკიმ გამოაქვეყნა საავადმყოფოში მყოფი ბებიის შოკისმომგვრელი ვიდეო, რომელშიც ჩანდა უგონოდ მყოფი, ჩალურჯებებით და ნაწოლებით დაფარული ქალი, რომელიც შარდით გაჟღენთილ ლეიბზე იწვა.

ვიდეომ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. ემელიაშინა რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

სამბორსკიმ საავადმყოფოს დირექტორ ალექსანდრ ხოლოპოვის წინააღმდეგ სასამართლო სარჩელი შეიტანა, რომელშიც ბრალს სდებს, რომ მან ვერ მოახერხა „კოვიდ-19“ პაციენტების მკურნალობისთვის სათანადო პირობების შექმნის ორგანიზება. ეს კი მისი ბებიის გარდაცვალების პირდაპირი მიზეზი გახდა.

სამბორსკი ამბობს, რომ ამის შემდეგ იძულებული გახდა სამსახური დაეტოვებინა. ასევე ამბობს, რომ სხვადასხვა უცნობი პირებისგან ტელეფონით მუქარები მიიღო, ადგილობრივმა პროკურორებმა კი დაკითხვაზე გამოიძახეს და მიანიშნეს, რომ საავადმყოფოში მის მიერ გადაღებული ვიდეო „ჯანდაცვის სამინისტროს დისკრედიტაციის“ მიზნით იყო გაყალბებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG