ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვი მოლდოვაში საკონსულო მომსახურობას აჩერებს


მოლდოვაში რუსეთის საელჩომ განაცხადა, რომ დროებით შეწყვეტს საკონსულო მომოსახურებას, რაც მოლდოვის ოფიციალური პირების თქმით, პერსონალის შემცირების შესახებ ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებას უკავშირდება.

საელჩოს მიერ შაბათს გვიან გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "ტექნიკური მიზეზების გამო", საკონსულო შეხვედრები 5 აგვისტოდან შეჩერდება.

მოლდოველი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ბრძანება რუსეთის საელჩოში პერსონალის 80 ადამიანიდან, 25-მდე შემცირების შესახებ, რომელიც 15 აგვისტოდან ამოქმედდება, თანაბარ პირობებში ჩააყენებს მას მოსკოვში მოლდოვ საელჩოსთან.

ისინი არ ცხადდებიან პერსონა ნონ გრატად. მათ უბრალოდ სთხოვენ დატოვონ ქვეყანა, რათა თანასწორობა დამყარდეს“ - განუცხადა ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, იგორ ზახაჰროვმა.

შემცირების ბრძანება გაიცა მას შემდეგ, რაც პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საელჩოს სახურავზე, სათვალთვალო მიზნებისთვის, 20-ზე მეტი ანტენა იყო დამონტაჟებული.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ თქვა, რომ მოსკოვი საპასუხო ზომებს მიიღებს.

რუსეთის საელჩოს საკონსულო სამუშაოების დიდი ნაწილი პრორუსულ სეპარატისტულ დნესტრისპირეთის“ ანკლავს უკავშირდება, სადაც რუსეთი პასპორტებს არიგებს და იქ 200 000 ადამიანს რუსული პასპორტი აქვს.

საელჩოს თანამშრომლებს, საკონსულო საქმეების განსახორციელებლად, ადრე უკრაინის საზღვარზე მდებარე ანკლავში გამგზავრება შეეძლოთ. მაგრამ, სეპარატისტული რეგიონის ხელისუფლება ამბობს, რომ პერსონალის შემცირება ამას ბევრად გაართულებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG