ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის ეკონომიკა 4.2%-ით შეიკუმშა


რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 2020 წლის პირველ ნახევარში 4.2%-ით შემცირდა. ამის შესახებ დღეს რუსეთის ეკონომიკის მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა განაცხადა.

რეშეტნიკოვის თქმით, მისი სამინისტრო ეცდება წლის ბოლომდე ეკონომიკის შეკუმშვა 4.8%-ზე დაბლა შეინარჩუნოს. თუმცა, ეკონომიკის სამინისტრო მესამე და მეოთხე კვარტლის პროგნოზს აგვისტოში გააკეთებს.

კორონავირუსის პანდემიის და მსოფლიოში ნავთობზე ფასების რეკორდულმა ვარდნამ, რუსეთის ეკონომიკას დიდი ზიანი მიაყენა.

ამ ფონზე, ოთხშაბათს ქვეყნის მასშტაბით კოვიდ-19-ის 5 862 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რუსეთში ახალი კორონავირუსით ჯამში 789 190 ადამიანია დაინფიცირებული. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 165 ადამიანი გარდაიცვალა, რითაც ვირუსის მსხვერპლთა რაოდენობა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, 12 745-მდე გაიზარდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG