ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდება


ოთხშაბათს, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ გამოაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მთელ მსოფლიოში ეკონომიკის იძულებითი გაჩერების მიზეზით, მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნა წელს ისე დაეცემა, როგორც დღემდე არასდროს მომხდარა.

წელს, დღეში სავარაუდოდ 9.3 მილიონ ბარელზე მოთხოვნა, ათწლეულების განმავლობაში ზრდის ეკვივალენტია. სააგენტო, რომელიც ქვეყნებს ენერგიის მოხმარების საკითხზე უწევს კონსულტაციას, მოელის რომ მოთხოვნის შემცირება ყველაზე ინტენსიურად ამ თვეში მოხდება. იმ პერიოდში, რომელსაც სააგენტო ენერგო-ბაზრისთვის “შავ აპრილს” უწოდებს, სავარაუდოდ მოთხოვნა, 1995 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცემა.

წლის დასაწყისიდან, საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის ფასების ომის და შემდგომ, კორონავირუსის აფეთქებით გამოწვეული ეკონომიკური გაჩანაგების გამო,ნედლ ნავთობზე ფასი 60 პროცენტზე მეტად დაეცა. ოთხშაბათს ფასი კიდევ უფრო მეტად დაეცა და ამერიკულმა ნიშნულმა ბოლო 18 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ დონეს, ბარელზე 20 დოლარზე ნაკლებს მიაღწია. ეს წარმოშობს კითხვებს იმ პაქტის ქმედითობის შესახებ, რომელიც ამ კვირაში, გადაჭარბებული მოწოდების შესამცირებლად მიიღეს.

იმ დროს, როდესაც იაფი ენერგია შესაძლოა მომხმარებელს და ენერგო-ტევად ბიზნესს ეხმარებოდეს, ის თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად იყიდება. ეს აშრობს სახელმწიფო ფინანსებს ნავთობმომპოვებელ ქვეყნებში, რომელთაგან ბევრს, შედარებით ღარიბი ეკონომიკა აქვს და ბიზნესებს აკოტრებს. მოგზაურობაზე და ბიზნეს საქმიანობაზე დაწესებული ფართო შეზღუდვების გამო, ბევრ მომხმარებელს დაბალი ფასით სარგებლობა მაინც არ შეუძლია.

პარიზში ბაზირებული სააგენტოს ხელმძღვანელმა ფათიჰ ბიროლმა თქვა, რომ “ოპეკ”-ის და სხვა ქვეყნების მიერ ამ კვირაში მიღწეული შეთანხმება, რომელიც გლობალურად ნავთობის დღიურ მოპოვებას 9.7 მილიონ ბარელამდე შეამცირებს, ვითარების ერთგვარ სტაბილიზაციას დაეხმარება.

მოპოვების შემცირებასთან ერთად, ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი, სამხრეთ კორეა და შეერთებული შტატები, გეგმავენ მეტი ნავთობის შეძენას, რათა სტრატეგიულ მარაგად შეინახონ.

ფასების ვარდნამ უკვე შეამცირა ნავთობის მოპოვება “ოპეკ”-ის არაწევრ ქვეყნებში, რადგან ამოტუმბვის ღირებულება მისი გაყიდვით მიღებულ შემოსავალს აჭარბებს. შეერთებულ შტატებში, კანადაში, ბრაზილიაში და ნორვეგიაში ასეთმა კლებამ დღეში 3.5 მილიონი ბარელი შეადგინა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG