შაბათს, მექსიკის პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა, რუსეთს და საუდის არაბეთს მოუწოდა მალე მიაღწიონ შეთანხმებას და თავისი ნავთობის ფასის ომი დაამთავრონ, რათა ნავთობის ფასის კრიზისის გაღრმავება თავიდან აიცილონ.
ბოლო კვირებში, მექსიკამ და სხვა ქვეყნებმა, თავისი ნედლი ნავთობის ექსპორტზე ფასების დაცემა განიცადეს, როდესაც კორონავირუსისგან შექმნილმა პრობლემებმა ნავთობზე მოთხოვნა შეამცირა და ნავთობის წამყვანი მომპოვებლები კი საპასუხო ზომებზე ვერ შეთანხმდნენ.
მექსიკის პრეზიდენტმა თქვა: “როგორ შეიძლება, რომ ნავთობის ფასის შემცირების შესაჩერებლად, რომელიც კრიზისს სულ უფრო აღრმავებს, რუსეთი და საუდის არაბეთი შეთანხმებას ვერ ახერხებენ? სადა არის კაცობრიობის მიმართ პასუხისმგებლობა? სად არის საყოველთაო ძმობა? სად არიან ე.წ. სახელმწიფოს მეთაურები?”
პარასკევს, მექსიკის ენერგეტიკის მინისტრმა სააგენტო “როიტერს” უთხრა, რომ ნავთობის ფასები ასეთ დაბალ ნიშნულზე ვერ გაჩერდება და ნავთობზე ფასის ჩამოშლა სტრატეგიის შეცვლისთვის საკმარისი მიზეზი არ არის.
მიუხედავად ამისა, მას შემდეგ რაც “ფიჩის” საკრედიტო რეიტინგის კომპანიამ მისი ბონდების რეიტინგი კიდევ ერთი ნიშნულით დასწია,მექსიკის ნავთობის ეროვნული კომპანია “პეტროლეოს მექსიკანოს”,ე.წ. “სანაგვე” ტერიტორიაზე კიდევ უფრო ღრმად ჩაეშვა.