ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში პატივი მიაგეს საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა ხსოვნას, პოლიტპატიმრებმა ერთდღიანი შიმშილობა მოაწყვეს


რუსეთის მოქალაქეები პატივს მიაგებენ საბჭოთა კავშირის რეპრესიების მსხვერპლთ, 2023 წლის 30 ოქტომბერი
რუსეთის მოქალაქეები პატივს მიაგებენ საბჭოთა კავშირის რეპრესიების მსხვერპლთ, 2023 წლის 30 ოქტომბერი

პატიმრობაში მყოფი რუსი პოლიტიკოსები - მათ შორის კრემლის კრიტიკოსები, ალექსეი ნავალნი და ვლადიმირ კარა-მურზა - სხვა აქტივისტებთან ერთად 30 ოქტომბერს მართავენ ერთდღიანი შიმშილობის აქციას, რათა პატივი მიაგონ პოლიტპატიმრებს. პარალელურად, რუსეთის რამდენიმე რეგიონში მოქალაქეები აღნიშნავენ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის დღეს.

შიმშილობის აქციის ინიციატორები იყვნენ ნავალნი, კარა-მურზა და სხვები, მათ შორის ლილია ჩანიშევა, დანიელ ხოლოდნი, ვადიმ ოსტანინი, მიხაილ კრიგერი - ყველა მათგანი პოლიტპატიმრებად ჰყავთ აღიარებული რუს უფლებადამცველ ორგანიზაციებს.

სტალინის რეჟიმის პირობებში საბჭოთა კავშირის მილიონობით მოქალაქე დახოცეს, აწამეს, დააპატიმრეს, ან გადაასახლეს. ზოგიერთი კვლევის თანახმად სუკის ყოფილი ოფიცრის, ვლადიმირ პუტინის მმართველობის პერიოდში ქვეყანაში გაიზარდა ნოსტალგია სტალინისა და საბჭოთა კავშირის მიმართ. პუტინი სტალინს "ეფექტურ მენეჯერს" უწოდებს.

30 ოქტომბერი დაწესებულია დღედ, როცა პატივს მიაგებენ გულაგის პატიმრებს მორდოვიისა და პერმის რეგიონებში - პატიმრებს, რომლებმაც 1974 წლის ამ დღეს შიმშილობა დაიწყეს, საბჭოთა კავშირში პოლიტიკური დევნის გასაპროტესტებლად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG