ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი დასავლეთ ბალკანეთს € 6 მილიარდით დაეხმარება


დერ ლეიენი სკოპიეში, 30 ოქტომბერი, 2023
დერ ლეიენი სკოპიეში, 30 ოქტომბერი, 2023

ევროკავშირი გეგმავს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს ექვსი მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოყოს ბლოკში ინტეგრაციისთვის რეფორმების განსახორციელებლად.

ურსულა ფონ დერ ლეიენმა ეს განცხადება ორშაბათს სკოპიეში გააკეთა. მან დასძინა, რომ “ჩრდილოეთ მაკედონიამ, ალბანეთმა, კოსოვომ, სერბეთმა, მონტენეგრომ და ბოსნია- ჰერცეგოვინამ ევროკავშირის გაფართოებისას შესაძლებლობის ფანჯარა უნდა გამოიყენონ და [ქვეყნების] სტანდარტები ბლოკთან თავსებადი გახადონ”. მან ასევე თქვა, რომ ბლოკი ამ ქვეყნებში ინვესტიციის ჩადებით შემდეგი ათწლეულის განმავლობაში ექვსი ქვეყნის ეკონომიკის გაფართოებაში და ბლოკთან დაახლოებაში შეიტანს წვლილს.

ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები პირველებმა სერბეთმა და მონტენეგრომ დაიწყეს, შარშან ალბანეთმა და ჩრდილოეთ მაკედონიამ.

კოსოვო და ბოსნია ევროკავშირთან მოლაპარაკებების და რეფორმების კუთხით მეზობლებს მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან.

XS
SM
MD
LG