ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვიკიპედიის რუსული ვერსია ერთი დღით გაითიშა


გათიშვა დუმაში ახალი კანონის განხილვას მოჰყვა

ვებ-გვერდის "ვიკიპედია" რუსული ვერსია პროტესტის ნიშნად ერთი დღით გაითიშა. გათიშვა დუმაში კანონმდებლების მიერ ახალი კანონის განხილვას მოჰყვა, რომლსაც ვიკიპედიის რუსული რედაქციის ხელმძღვანელობის აღშფოთება და პროტესტი მოჰყვა.

რუსეთის დუმაში ბავშვთა დაცვის კანონში ცვლილებების შეტანას განიხილავდნენ, რომლიც ზოგიერთი ვებგვერდის შავ სიაში შეყვანას გულისხმობს ამ საიტებიდან ბავშვების პორნოგრაფიაზე და ნარკოტიკებზე ინფორმაციის წვდომის გამო. ეს კი ხელისუფლებას ინტერნეტის მეტი კონტროლის საშუალებას მისცემს-აცხადებენ ვიკიპედიის რედაქტორები.
XS
SM
MD
LG