ჯონ ბასის განცხადებით, ბოლო წლებში საქართველომ დიდი ენერგია დახარჯა საკუთარი ინფრასტრუქტურის, დემოკრატიული ინსტიტუტების და მმართველობის გაუმჯობესების მიზნით. ბატონმა ბასმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ქართული საზოგადოების წინაშე მდგარი პრობლემები კარგად ჩანს იმ კვლევებში, რომელიც ტარდება საქართველოში. მისი თქმით, ეს პრობლემებია უმუშევრობა, ეკონომიკური განვითარება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია.
„გასულ კვირას სახელმწიფო მდივანმა საქართველოში ვიზიტის დროს აღნიშნა, რომ საქართველოს გრძელვადიანი უსაფრთხოება და კეთილდღეობა უდიდესწილად დამოკიდებული იქნება მისი დემოკრატიის ხარისხზე. ვფიქრობ, საქართველოში ამერიკული ინვესტიციების, ინტერესების და ყურადღების გაგრძელება მომავალში, ისევე როგორც დღეს, არსებითად დამოკიდებული იქნება მისი დემოკრატიის გაძლიერებაზე,“ - განაცხადა ჯონ ბასმა.
ბატონმა ელჩმა საქართველოს წინაშე მდგარ სირთულეებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ერთერთი მთავარი საკითხია ქართული საზოგადოების მიერ ფაქტებზე დაფუძნებული რეალობის რთულად აღქმა.
ელჩმა გაიხსენა ქართველ ბიზნესმენებთან გამართული სადილი, სადაც ერთერთმა ქართველმა ბიზნესმენმა მას განუცხადა, რომ ქართულ საზოგადოებაში კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების სიმწირეა, რაც მისი თქმით, ბევრი პრობლემის სათავეა. ბასმა აღნიშნა, რომ ის გარკვეულწილად იზიარებს ამ მოსაზრებას. ელჩის თქმით, ამის შედეგია მეორე პრობლემა, რაც გამოხატება ტოლერანტობის ნაკლებობაში, რაც თავის მხრივ ასახულია განსახვავებული პოლიტიკური, ეთნიკური და რელიგური მოსაზრებების მიმართ დამოკიდებულებაში.
ელჩმა აღნიშნა, რომ ამის ერთერთი მიზეზი არის ის ოცწლიანი პროცესი, „როდესაც ქართველები წყვეტენ თუ ვინ არიან ისინი, რას ნიშნავს იყო ქართველი თანამედროვე მსოფლიოში.“ ელჩმა აღნიშნა, რომ ამ პროცესში ზოგმა ქართველმა აირჩია გზა, რომლის მიხედვითაც „ქართველობა ეს არის იყო ეთნიკურად ქართველი და მართლმადიდებელი“. ბასმა აღნიშნა, რომ ეს მიდგომა არ ტოვებს ადგილს საქართველოს ბევრი მოქალაქისთვის, რომელთაც გააჩნიათ განსხვავებული რწმენა და ეთნიკურობა.
ბატონმა ელჩმა საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, საზოგადოებრივი კვლევები ადასტურებს, რომ ქართველების დიდ ნაწილს სურს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს ოკუპირებული ტერიტორიების ხარჯზე. ბასმა აღნიშნა, რომ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხი, ქართული საზოგადოებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად რჩება და ეს რუსეთის ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს. მისი თქმით, საქართველოს მხრიდან უფრო მეტად არის გაგებული რუსეთში მიმდინარე პროცესები, ვიდრე რუსეთის მიერ თუ რა ხდება საქართველოში.
რაც შეეხება აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრობლემას, მისი თქმით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს მიერ შეთავაზებული ნეიტრალური პასპორტი, რითაც აფხაზებს და ოსებს შეეძლებათ უცხოეთში მოგზაურობა.
ბატონმა ელჩმა აღნიშნა, რომ ის ოპტიმისტრად უყურებს საქართველოს წინაშე მდგარი პრობლემების დაძლევას. ოპტიმიზმის საფუძველს კი აძლევს ის „მენტალური რევოლუცია“, რაც მოხდა ბოლო დროს საქართველოში და ეს პროცესი გრძელდება. მისი თქმით, ეს იგრძნობა ხალხთან ურთიერთობაში ყოველი ფეხის ნაბიჯზე. ბასმა აღნიშნა, რომ ქართველები უკვე სხვაგვარად აღიქვამენ თანამედროვე სამყაროს და საქართველოს ადგილს ამ სამყაროში. ელჩის განცხადებით, ეს დიდწილად ახალი თაობის დამსახურებაა.
ჯონ ბასმა აღნიშნა, რომ საქართველოს წინაშე უახლოეს პერიოდში დგას გამოწვევა დემოკრატიულად ჩაატაროს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები და ამით დაამტკიცოს თავისი განვითარების შესაძლებლობა.
ბატონმა ელჩმა საქართველო-ირანის ურთიერთობაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ეს საკითხი საქართველოსა და ამერიკის მთავრობებს შორის განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება. ბასმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და ირანს შორის სავიზო ვალდებულებების გაუქმება კარგი ნაბიჯი იყო, რათა ირანელებს შეეძლოთ საქართველოში ჩამოსვლა და იმის ხილვა, თუ რა ხდება მათ „მეზობელ დემოკრატიაში.“ თუმცა ამასთანავე, ბასის თქმით, ეს არ უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ საქართველოს საშუალებით ირანმა შეძლოს მასზე დაწესებული სანქციების თავიდან არიდება.
ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ ვილსონმა „ამერიკის ხმასთან“ საუბარში მაღალი შეფასება მისცა ბატონი ელჩის გამოსვლას.
„ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესო და სასარგებლო იყო იმის მოსმენა, რომ არსებობს დიდი ოპტიმიზმი საქართველოს შემდგომი განვითარებისთვის. გადადგმულია ნაბიჯები, თუმცა კიდევ ბევრი სამუშაოა დარჩენილი, არა მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით, არამედ, როგორც ბატონმა ელჩმა განაცხადა, მენტალური რევოლუციის ნიშნითაც, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს სკოლებში და სხვადასხვა საზოგადოებაში საქართველოს მასშტაბით. ასევე მნიშვნელოვანი საკითხია ახლო მომავალში ტოლერანტობის დამკვიდრება, “ - განაცხადა ბატონმა ვილსონმა.
ჩვენს კითხვაზე თუ როგორ აფასებს ქართული სამოქალაქო ჯგუფის მოთხოვნას „Must Carry“-ს პრინციპის განხორციელებაზე, რომელიც ყველა მედიის ხელმისაწვდომობას გულისხმობს, ბატონმა ელჩმა განაცხადა:
„ვფიქრობ „Must Carry“-ს პრინციპის უკან დგას მიზანი, რომელიც გულისხმობს მედიის ხელმისაწვდომობის პრობლემის დაძლევას. მოქალაქეებისთვის ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გაშუქება ხდება მაუწყებლების ვიწრო სპექტრის მიერ და მათ ხელი არ მიუწვდებათ სხვა მაუწყებლებზე, რომელიც განსხვავებულ მიდგომას გამოხატავენ,“ - განაცხადა ელჩმა ჯონ ბასმა.
მისი თქმით, ქართული საზოგადეობის გადასაწყვეტია, თუ როგორ გადაჭრის ამ პრობლემას. თუმცა წინასაარჩევნო ვითარების პირობებში, უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს ქონდეს ინფორმაციის ფართო სპექტრის გაცნობის, განსხვავებული პოლიტიკური პარტიების აზრის მოსმენის საშუალება, განაცხადა ბატონმა ჯონ ბასმა.
„გასულ კვირას სახელმწიფო მდივანმა საქართველოში ვიზიტის დროს აღნიშნა, რომ საქართველოს გრძელვადიანი უსაფრთხოება და კეთილდღეობა უდიდესწილად დამოკიდებული იქნება მისი დემოკრატიის ხარისხზე. ვფიქრობ, საქართველოში ამერიკული ინვესტიციების, ინტერესების და ყურადღების გაგრძელება მომავალში, ისევე როგორც დღეს, არსებითად დამოკიდებული იქნება მისი დემოკრატიის გაძლიერებაზე,“ - განაცხადა ჯონ ბასმა.
ბატონმა ელჩმა საქართველოს წინაშე მდგარ სირთულეებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ერთერთი მთავარი საკითხია ქართული საზოგადოების მიერ ფაქტებზე დაფუძნებული რეალობის რთულად აღქმა.
ელჩმა გაიხსენა ქართველ ბიზნესმენებთან გამართული სადილი, სადაც ერთერთმა ქართველმა ბიზნესმენმა მას განუცხადა, რომ ქართულ საზოგადოებაში კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების სიმწირეა, რაც მისი თქმით, ბევრი პრობლემის სათავეა. ბასმა აღნიშნა, რომ ის გარკვეულწილად იზიარებს ამ მოსაზრებას. ელჩის თქმით, ამის შედეგია მეორე პრობლემა, რაც გამოხატება ტოლერანტობის ნაკლებობაში, რაც თავის მხრივ ასახულია განსახვავებული პოლიტიკური, ეთნიკური და რელიგური მოსაზრებების მიმართ დამოკიდებულებაში.
ელჩმა აღნიშნა, რომ ამის ერთერთი მიზეზი არის ის ოცწლიანი პროცესი, „როდესაც ქართველები წყვეტენ თუ ვინ არიან ისინი, რას ნიშნავს იყო ქართველი თანამედროვე მსოფლიოში.“ ელჩმა აღნიშნა, რომ ამ პროცესში ზოგმა ქართველმა აირჩია გზა, რომლის მიხედვითაც „ქართველობა ეს არის იყო ეთნიკურად ქართველი და მართლმადიდებელი“. ბასმა აღნიშნა, რომ ეს მიდგომა არ ტოვებს ადგილს საქართველოს ბევრი მოქალაქისთვის, რომელთაც გააჩნიათ განსხვავებული რწმენა და ეთნიკურობა.
„და ეს მთავრობა იმსახურებს მოწონებას იმ თვალთახედვის ხელშეწყობისთვის და მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებებისთვის, რომელიც საჭირო იყო ყველა ქართველისთვის, მათი ეთნიკურობის და აღმსარებლობის განურჩევლად, მიეღოთ მონაწილეობა საზოგადოების მშენებლობაში თანაბარ დონეზე, შეესრულებინათ თავისი აღმსარებლობა და აერჩიათ ის მომავალი, სადაც მათი კულტურული ტრადიციები იქნებოდა პატივდადებული,“ - განაცხადა ჯონ ბასმა..