ხანმოკლე დებატების შემდეგ, რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ 132 ხმით არასანქცირებულ გამოსვლებში მოქალაქეების დაჯარიმების კანონი მიიღო. კანონის თანახმად ჯარიმით დაკისრებული თანხა 60-დან 9,000 დოლარამდეა. ჯარიმა აქციის ორგანიზატორებისათვის 30, 000 დოლარს შეადგენს.
ანდრეი ვორობიოვი, რუსეთის პარლამენტში მმართველი პარტიის „ერთიანი რუსეთის“ წარმომადგენელია, რომელიც ამბობს რომ ახალი კანონი ევროპული კანონდმებლობის შესატყვისია:
„რუსეთი თავისუფლებას ძალიან აფასებს, მაგრამ ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ დემოკრატია სახელმწიფოს ვალდებულებების პატივისცემასაც ითვალისწინებს. აღნიშნული კანონი ევროპულ სტანდარტებთან თანხვედრაშია, რომელიც ხელისუფლების მიერ დემოკრატიული ღირებულებების განხორციელებას უწყობს ხელს.“
ამ საკითზე ოპოზიცია განსხვავებულად ფიქრობს. სერგეი მირონოვი „სამართლიანი რუსეთის“ პარტიის წევრია:
„ჩვენმა პარტიამ ყველაფერი გააკეთა, რათა აღნიშნული კანონის აბსურდულობისა და არადემოკრატიული შინაარსის წარმოსაჩენად. რუსეთის მმართველი პარტია კანონის ყველა პროცედურას უგულვებელყოფს და რაც ყველაზე საგანგაშოა, ადამიანის თავისუფლებას პატივს არ სცემს.“
თავად კრემლის განცხადებით კი, აღნიშნული კანონი რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებას ითვალისწინებს, რომელიც ძალაში მომავალი კვირიდან შევა.