ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ჩინეთთან საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთს კეტავს


იმ ქვეყნების რიცხვს, რომლებიც ჩინეთიდან წამოსული, სასიკვდილო კორონა ვირუსის გავრცელებასთან საბრძოლველად, მკაცრ ზომებს აწესებს, ახლა უკვე რუსეთი შეუერთდა. ვირუსის პრობლემა, რუსეთის ახალ პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინის მთავრობისთვის ადრეულ გამოცდად იქცა.

დღეს მიშუსტინმა, რომლის სახელიც ადრე ქვეყანაში მეტწილად უცნობი იყო და ვლადიმირ პუტინმა ის, მთავრობის მოულოდნელი ცვლილების დროს, წინა პლანზე წამოსწია და სულ მეორე კვირაა რაც ამ თანამდებობაზე მუშაობს, ავადმყოფობის გავრცელების აღსაკვეთად გამიზნული ზომების შესახებ გამოაცხადა.

მიშუსტინმა რუსეთის შორეული აღმოსავლეთის, ჩინეთთან საზღვრის ჩაკეტვის ბრძანება გასცა. სახელმწიფო ტელევიზიით გადაცემულ კომენტარებში მან თქვა, რომ ყველაფერი უნდა გააკეთონ საკუთარი ხალხის დასაცავად.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ტატიანა გოლიკოვას თანახმად, საზღვრის რამდენიმე მონაკვეთში, ქვეყნებს შორის საავტომობილო და საფეხმავლო მოძრაობა მალე სრულად შეჩერდება. ამ დროისთვის, რუსეთი 25 სასაზღვრო პუნქტიდან 16-ის დაკეტვას გეგმავს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე შეწყვიტა ელექტრონული ვიზების გაცემა ჩინეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ბოლო წლებში რუსეთის ტურიზმის უდიდესი წყარო იყო. ამასთან ერთად, მოსკოვი მოქალაქეებს მოუწოდებ,ს ჩინეთში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ.

თუმცა, 1 მარტამდე სარკინიგზო მიმოსვლა ჯერ კიდევ იმოქმედებს, ყოველ შემთხვევაში - ერთ კარგად ცნობილ ტრანს-ციმბირის მიმართულებაზე, რომელიც მოსკოვს და პეკინს პირდაპირ, გაჩერებების გარეშე აკავშირებს.

რუსეთის ეროვნულმა ავიახაზებმა, „აეროფლოტმა“ გამოაცხადა, რომ ჯერ-ჯერობით ფრენებს აგრძელებს, თუმცა მგზავრებს ბილეთების დასაბრუნებელი ვადა გაუხანგრძლივა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG