ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ახალი კორონა ვირუსით დაავადების და სიკვდილიანობის აღრიცხული შემთხვევების რიცხვი, სავარაუდოდ შემცირებულია და ნამდვილი რიცხვი ბევრად უფრო მეტია. ბოლო მონაცემების მიხედვით, დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 830-ია, მათ შორისაა სიკვდილის 26 შემთხვევა.
ინფიცირების და სიკვდილის ყველაზე მეტი შემთხვევა ჩინეთში მოხდა. კორონავირუსის შემთხვევების მცირე რაოდენობა შვიდ სხვა ქვეყანაშიც აღინიშნა, მათ შორის არის შეერთებული შტატები. ყველა შემთხვევა მსუბუქი ფორმით წარიმართა და პაციენტები გამოჯანმრთელდნენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეს-მდივანმა თარიკ ჯასარევიჩმა განაცხადა, რომ აღრიცხულ შემთხვევებზე და სიკვდილიანობის ფაქტებზე დაყრდნობით, ჯერ ნაადრევია დასკვნების გაკეთება იმის თაობაზე, თუ ვირუსი რამდენად სახიფათოა.
Facebook Forum