ნიდერლანდების დაზღვერვის სააგენტოს, MIVD-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთი ბოლო თვეების განმავლობაში ნიდერლანდების ჩრდილოეთ ზღვის ნაწილებში არსებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის საბოტაჟს აპირებდა და შესაბამის ინფორმაციას აგროვებდა.
რუსული სამხედრო გემი ჩრდილოეთ ზღვაში ოფშორულ ქარის ელექტროსადგურზე აღმოაჩინეს, როდესაც ის ენერგო ინფრასტრუქტურის რუქის შედგენას ცდილობდა, განაცხადა MIVD-ის ხელმძღვანელმა გენერალმა იან სვილენსმა პრესკონფერენციაზე.
გენერლის თქმით, გემი ჩრდილოეთ ზღვიდან ნიდერლანდების საზღვაო და სანაპირო დაცვის გემების თანხლებით იქამდე გაიყვანეს, ვიდრე რაიმე დივერსიული მცდელობა წარმატებული იქნებოდა.
"ბოლო თვეებში რუსები ცდილობდნენ გაეგოთ, თუ როგორ მუშაობს ენერგეტიკული სისტემა ჩრდილოეთის ზღვაში", - თქვა სვილენსმა.
ნიდერლანდების სადაზვერვო სააგენტოები MIVD და AIVD ორშაბათს გამოქვეყნებულ ერთობლივ ანგარიშში აცხადებენ, რომ რუსეთის სამიზნე ისეთი კრიტიკული ოფშორული ინფრასტრუქტურა გახდა, როგორიცაა ინტერნეტის კაბელები, გაზის მილები და ქარის წისქვილის მეურნეობები.
”რუსეთი ფარულად ამუშავებს ამ ინფრასტრუქტურას და ახორციელებს აქტივობებს, რაც მიუთითებს შეფერხებისა და დივერსიისთვის მზადებაზე”, - განაცხადეს სააგენტოებმა.
ნიდერლანდების მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნიდან ამ დროისთვის გაურკვეველი რაოდენობის რუს დიპლომატებს გააძევებენ. ნიდერლანდებში ამბობენ, რომ რუსეთი უკვე დიდი ხანია დიპლომატიური საფარველის ქვეშ, ქვეყანაში ჯაშუშებს აგზავნის.