შეერთებული შტატების ლიდერობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის თვითმფრინავები სირიაში შემოთავაზებული დეესკალაციის ზონებში „არც გაფრთხილების შემთხვევაში და არც გაუფრთხილებლად“ არ დაიშვებიან - აცხადებს ალექსანდრე ლავრენტიევი. „ეს თემა დახურულია“ - ამბობს რუსეთის საგანგებო დესპანი სირიის საკითხებში.
ის სიტყვით ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე გამოვიდა, რომელშიც რუსეთთან ერთად, თურქეთი და ირანი მონაწილეობენ. სამი ქვეყანა სირიაში მიმდინარე ექვსწლიანი კონფლიქტის დასრულების გეგმაზე მუშაობს.
ასტანის მოლაპარაკების დასასრულს, რუსეთმა, ირანმა და თურქეთმა, როგორც სირიაში ცეცხლის შეწყვეტის ე.წ. გარანტორებმა, ხელი საგანგებო მემორანდუმს მოაწერეს. მემორანდუმის დეტალები მედიაში არ ხმაურდება.
Facebook Forum