5 ოქტომბერს პრეზიდენტმა პუტინმა ტაჯიკეთში სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც იქ არსებულ 3 სამხედრო ბაზას ვადა დამატებით 30 წლით გაუხანგრძლივდა. ტაჯიკეთში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან რუსეთის ყველაზე დიდი სამხედრო ტექნიკა და ყველაზე მასიური სამხედრო შენაერთი, 7 ათასიანი ჯარია ბაზირებული.
„ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას მაქსიმალურად გავამყარებთ. შევქმნით სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების წინაპირობას და დავხვეწთ ჰუმანიტარულ სფეროს“ განაცხადა რუსეთის ლიდერმა, რომელმაც ერთხელ საბჭოთა კავშირის დანგრევას „საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა“ უწოდა.
სანაცვლოდ რუსეთი ტაჯიკ იმიგრანტებს სამუშაო ვიზების სამი წლით გახანგრძლივებას პირდება. დაახლოებით მილიონი ტაჯიკი რუსეთიდან შინ 3 მილიად დოლარამდე თანხას რიცხავს, რაც დაბალი განვითარების მქონე ქვეყნისთვის კრიტიკული მნიშვნელობის დახმარებას წარმოადგენს. სამხედრო ბაზებზე შეთანხმების მიღწევა რუსეთის, ტაჯიკეთის და კიდევ 2 ცენტრალური აზიის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ქვეყნებმა ცაში სამხედრო თვითმფრინავების ვირაჟებით აღნიშნეს. საჩვენებელ საჰაერო წვრთნას ტაჯიკებმა „სუფთა ცა“ უწოდეს.
სამშობლოში დიდი კმაყოფილებით დაბრუნებულ პუტინს მოზეიმე რუსული დუმა დახვდა. პარლამენტარები სააკაშვილის დამარცხების გამო აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. ალექსანდრე რონდელი, თბილისში სტრატეგიულ და საერთაშორისო სწავლებათა ფონდის დირექტორი ამბობს, რომ რუსი ოფიციალური პირების აზრით, დრო ახლა მათ სასარგებლოდ მუშაობს.
„რუსეთს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა სურს. მათი სურვილია საქართველომ მიიღოს ის რეალობა, რომელიც მათ სურთ და აღიაროს რუსეთის დაწინაურება კავკასიაში,“ - აცხადებს ქართველი მკვლევარი.
ერთი წლის წინ, მაშინ ჯერ კიდევ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ვლადიმირ პუტინმა საკუთარი სურვილი გაამხილა და ღიად განაცხადა, რომ 2015 წლამდე ე.წ. „ევრაზიის კავშირის“ შექმნა სურს. მის გეგმას მაშინათვე „საბჭოთა კავშირის ანარეკლი“ უწოდეს.
ლორენს შითსი, სამხრეთ კავკასიის პროექტის დირექტორი საერთაშორისო კრიზისების ჯგუფში ამბობს, რომ რუსეთი ყველანაირად შეეცდება საქართველო ისევ საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციოს:
„უცხოეთში საკუთარი გავლენის გამტკიცება სჭირდება, თუ გნებავთ, რაღაც საბჭოთა კავშირის კუდის მსგავსად. ასევე ცდილობს საქართველოზე მაქსიმალური წნეხი განახორციელოს, რათა საქართველო ცხვრის ფარეხში დაბრუნოს,“ - აღნიშნავს ის.
იმავე დღეს, როცა პუტინი ტაჯიკეთში სტრატეგიულ დოკუმენტს აწერდა ხელს, ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ჟურნალისტებთან კომენტარში განაცხადა, რომ დაიწყებს მუშაობას იმისათვის, რომ საქართველო ესენგეში დააბრუნოს. საკმაოდ მორყეულ, ამორფულ ალიანსში, რომელშიც 15 ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკიდან მხოლოდ 9 რჩება.
ლუკაშენკოს გამოსვლის თითქმის პარალელურად თბილისში სიტყვით არჩევნებში გამარჯვებული კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, მომავალი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი გამოდის. ის სამხრეთ კავკასიაში ნატოს უმაღლეს ოფიციალურ პირებს ხვდება და არწმუნებს მათ იმაში, რომ საქართველოს ახალი მთავრობა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პოლიტიკას აგრძელებს.
პუტინისთვის ნატოში გაწევრიანება, როგორც ამერიკულ გამოთქმაშია, „წითელი ხაზის“ გადაკვეთის ტოლფასია. რუსეთის პრეზიდენტის წარმოსახვაში ახალ ევრაზიულ კავშირში მხოლოდ რუსეთმა უნდა განსაზღვროს წევრი ქვეყნების სურვილები და მისწრაფებები. დამოუკიდებელ ქვეყნებს კრემლი უნდა გაუძღვეს და უკარნახოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, თავდაცვის და ეკონომიკური სტრატეგიები. ახალი, საერთო ფულის ერთეულიც უნდა შემოიღოს, იმის მიუხედავად, რომ ეკონომიკურად ძლიერ ევროპაშიც კი ევროს ექსპერიმენტი უამრავ გამოწვევას გადააწყდა.
ლილიტ გევორქიანი, ლონდონში ბაზირებული ორგანიზაციის „ეიჩ-აი-ეს გლობალის“ მკვლევარი, ამბობს, რომ რუსეთს სურს ძლიერი საერთაშორისო მოთამაშე გახდეს და ამისათვის რეგიონში გავლენის გაზრდას ცდილობს. ის ჯერ პოლიტიკურ-ეკონომიკური ლიდერობით იწყებს. ამ კონცეფციის დასადასტურებლად ლილიტს იანვარში რუსეთს, ყაზახეთს და ბელორუსს შორის შექმნილი საბაჟო კავშირის მაგალითი მოჰყავს, რომელშიც, რა თქმა უნდა, რუსეთი დომინირებს. პუტინის გეგმით, ამ კავშირს ძალიან მალე, მაქსიმუმ ერთი წლის განმავლობაში ტაჯიკეთი და ყირგიზეთიც შეუერთდება. ამ გზაზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან დაბრკოლებად ტერიტორიით და მოსახლეობით საკმაოდ დიდი ქვეყანა, უკრაინა მოიაზრება.
კრემლი თავიდან იმედოვნებდა, რომ ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ რუსებს უკრაინა პრაქტიკულად ჯიბეში ჰყავდათ. მართლაც, იანუკოვიჩმა ძალაუფლებაში მოსვლისთანავე რუსეთის სამხედრო ფლოტს ყირიმში ყოფნა 25 წლით გაუხანგრძლივა. თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ უკრაინაში საუბარი ევროკავშირში გაწევრიანებაზე დაიწყო და რუსეთისთვის ცოტა გაუგებარი ხდება, თუ რა თამაშს თამაშობს იანუკოვიჩი. რუსი დესპანები ერთმანეთის მიყოლებით ჩადიან კიევში, მაგრამ შინ ჯერჯერობით ხელცარიელი და გაწბილებული ბრუნდებიან.
„მეჩვენება, რომ პუტინზე და მისი მთავრობის შესაძლებლობებზე ცოტა გადაჭარბებული წარმოდგენა გვაქვს“-ამბობს იგივე ლილიტ გევორქიანი. „მათ აქვთ სურვილები, ცდილობენ მათ განხორციელებას, მაგრამ ჯერჯერობით ამ ყოველივეს მიღმა ძალას და ძლიერებას მე ვერ ვხედავ“ - აღნიშნავს ანალიტიკოსი.
ან კი რას უკავშირდება ეს ვადა 2015 წელი, რომელიც პუტინმა საკუთარ წარმოსახვაში ახალ “ევრაზიის კავშირს” დაუწესა? ასეა თუ ისე, რუსეთის, როგორც ძლიერი მეტოქის იმიჯის შექმნას შეერთებულ შტატებში დიდად შეუწყო ხელი მიტ რომნის მიერ წინასაპრეზიდენტო კამპანიაში წარმოთქმულმა ფრაზამ. რესპუბლიკური პარტიისგან ნომინაციის მაძიებელმა რუსეთს მაშინ „ნომერ პირველი გეოპოლიტიკური მტერი“ უწოდა.