სექტემბრის დასაწყისში რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკში აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის 20 სახელმწიფოს ლიდერი შეიკრიბა. სამიტმა მედიის დიდი ყურადღება დაიმსახურა. დეტალებს „ამერიკის ხმის“ მოსკოველი კორესპონდენტი, ჯეიმს ბრუკი არკვევდა.
სამიტის ფეიერვერკები უკვე ჩამქრალია. წყნარი ოკეანის სანაპროზე რუსეთის უდიდეს ქალაქში კი, გამალებული სამუშაოებია დაწყებული. რეგიონის ახალი გუბერნატორი, ვლადიმირ მიკლუშევსკი მომავალ ათწლეულში ინვესტორების მიერ დაფინანსებულ 19 პროექტზე საუბრობს, რომლის საერთო ღირებულება 95 მილიარდი დოლარია.
მიკლუშევსკი ამბობს, რომ რეგიონში აუცილებლად უნდა შემცირდეს ბიუროკრატია. ქალაქთან ახლოს ახალი აეროპორტი შენდება. აქვე იქნება ახალი „ჩრდილოეთ მაკაო“, რუსეთის უდიდესი კაზინო და საკურორტო კომპლექსი. გუბერნატორი იმედოვნებს, რომ ეს პროექტი წელიწადში 10-12 მილიონ ტურისტს მოიზიდავს. სალავატ რეზბაევი ამბობს, რომ რეგიონის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია ჩინეთიდან ინვესტიციების მოზიდვა. რეზბაევი ჩინური ინვესტიციების შუამავალია, კერძოდ, ახალი პორტის მშენებლობისთვის 4 მილიარდიანი დოლარი გამოიყოფა, ხოლო ახალი ქალაქისთვის - 30 მილიარდი.
„7-10 წლის წინ წარმოუდგენელი იყო ასეთ სერიოზულ ჩინურ ინვესტიციებზე ფიქრი ეკონომიკის კონკრეტულ სფეროებში და კონკრეტულ სექტორებში. ახალ კი, ჩვენ უკვე ამის მოწმენი ვხდებით,“ - ამბობს რეზბაევი.
ინვესტიციებს, რომ უმაღლესი ხელისუფლების მხარდაჭერა აქვს, ეს სექტემბერშიც დადასტურდა, როდესაც პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ვლადივოსტოკში იაპონური „მაზდას“ ქარხნის გახსნას დაესწრო.
უცხოელ ინვესტორებს ვლადივოსტოკის მდებარეობა იზიდავთ. ბრიტანელი კლივ ბოულენი ახალ აეროპორტთან მოტოსპორტის ცენტრის აშენებას და ამ პროექტში 200 მილიონის ჩადებას გეგმავს.
„აქედან ერთი-ორი საათიაა აზიური მოტოსპორტის მთავარ ბაზრებამდე იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და ჩინეთში,“ - ამბობს ბოუვენი.
თავისი პროექტებით, რუსეთი იმედოვნებს, რომ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში შექმნის ქალაქს, რომელიც ახალი რომის ფუნქციას იტვირთებს.