ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი: ცეზიუმის კონტრაბანდისტები უკრაინის მოქალაქეზე მუშაობდნენ


ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის შენობა. მოსკოვი, რუსეთი.
ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის შენობა. მოსკოვი, რუსეთი.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა, პარასკევს ხუთი ადამიანის დაკავების შესახებ განაცხადა. უწყების მტკიცებით, ისინი უკრაინის მოქალაქის დავალებით, რადიოაქტიური ნივთიერების შეძენას ცდილობდნენ. რუსეთის უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ საუბარია 1 კგ ცეზიუმ-137-ზე, რომლის ღირებულება $3,5 მილიონია.

ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას, რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს. „ტასის“ ცნობით, უწყება მიიჩნევს, რომ რადიოაქტიური ნივთიერების შეძენის მიზანი, რუსეთის დისკრედიტაცია იყო. ფედერალური უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ გეგმის მიხედვით, კაზიუმ-137 რუსეთიდან უნდა გატანილიყო, შემდეგ კი მასობრივი განადგურების იარაღთან დაკავშირებულ, ინსცენირებულ ინციდენტში უნდა გამოეყენებინათ.

საინფრომაციო სააგენტო „როიტერის" თქმით, მათ დამოუკიდებლად ფაქტების გადამოწმება ვერ შეძლეს. ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია ოფიციალურ კიევს.

გასულ კვირაში, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელმა ჯაშუშებმა მიიღეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსეთი მის მიერვე კონტროლირებულ ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურზე „ტერორისტულ“ თავდასხმას გეგმავს. ზელენსკის თქმით, ამ თავდასხმის შედეგად, ასევე დაგეგმილია რადიაციის გავრცელება.

რუსეთი ზელენსკის ბრალდებას უარყოფს და თავის მხრივ, კიევს ქარხნის ობიექტების დაბომბვაში ადანაშაულებსს. მათ შორის, იმ ობიექტების დაბომბვაში, სადაც ბირთვული საწვავი ინახება. ამასთან, მოსკოვმა კიდევ ერხელ დაადანაშაულა კიევი, ე.წ. „ბინძური ბომბით“ შეტევის დაგეგმვაში. ბრალდებას კიევი უარყოფს.

რა არის "ბინძური ბომბი" და როგორ მუშაობს ის?
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:49 0:00

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ცეზიუმ-137-ის შეძენის საქმეზე დაკავებულები, დანაშაულს აღიარებენ. სამსახურს ჯერჯერობით არ დაუსახელებია დაკავებულთა ვინაობა და წარმომავლობა.

XS
SM
MD
LG