ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვი ამტკიცებს რომ უკრაინის საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურა


რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს, უკრაინის საბრძოლო მასალის საცავზე, ქალაქ უმანთან.

კრემლი ამტკიცებს, რომ იერიშის შედეგად მათ გაანადგურეს, ამერიკული ჰაიმარსებისთვის და ჰაუბიცების საჭირო დიდი რაოდენობით ამუნიცია. ამ დროისთვის ინფორმაციის გადამოწმება ხდება.

კიევმა ამერიკული ჰაუბიცები და ჰაიმარსები ვაშინგტონისგან მიიღო.

ამერიკა ვაშინგტონს საჭირო ტყვია წამალს თითქმის ყოველკვირეულად უგზავნის. გასულ კვირას ამერიკამ უკრაინას 500 მილიონი ამერიკული დოლარის სამხედრო დახმარება მიაწოდა, რომელიც ამ ტიპის იარაღისთვის სამხედრო ამუნიციასაც ითვალისწინებდა.

გუშინ კი პენტაგონმა განაცხადა, რომ ვაშინგტონისგან კიევი დამატებით ერთი მილიარდი დოლარის დახმარებას მიიღებს.

დახმარების ახალ პაკეტში შედის:

  • დამატებითი ამუნიცია მობილური სარაკეტო საარტილერიო სისტემებისთვის (HIMARS)
  • 155 მმ კალიბრის 75,000 საარტილერიო ჭურვი
  • 120 მმ-იანი ნაღმმტყორცნი სისტემის 20 ერთეული და 20,000 120 მმ-იანი ნაღმი
  • საბრძოლო მასალა მოწინავე “მიწა-ჰაერი” სარაკეტო სისტემისთვის National Surface-to Air Missile Systems (NASAMS)
  • 1,000 „ჯაველინი“ და ასობით ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემა AT4
  • 50 ჯავშნიანი სამედიცინო ავტომანქანა
  • C4 ფეთქებადი მასალა, სანგრევი საბრძოლო მასალა და სანგრევი აღჭურვილობა
  • სამედიცინო მარაგები, რომელშიც შედის პირველადი დახმარების კომპლექტები, სახვევები, მონიტორები და სხვა აღჭურვილობა.

მთლიანობაში, ბაიდენის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში ყოფნის დასაწყისიდან, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სამხედრო საჭიროებებისთვის დაახლოებით 9.8 მილიარდი დოლარი გამოუყო.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG