ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის პორტებიდან კიდევ ორი გემი გავიდა


უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან, სასოფლი სამეურნეო ნაწარმით დატვირთული კიდევ ორი გემი გავიდა. ამით 10-მდე გაიზარდა გემების რიცხვი, რომელიც საერთაშორისო შუამავლობით რუსეთთან მიღწეული შეთანხმებით, განებლოკა უკრაინული სასოფლო სამეურნეო ექსპორტი, გასულ კვირაში ზღვაში გავიდა.

თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გემი „საკურა“, რომელიც პივდენნიდან გავიდა, 11 ათასი ტონა სოიოს მარცვლითაა დატვირთული და იტალიისკენ მიემართება. ჩერნომორსკიდან გასულ „არიზონას“ 48 ათას ტონაზე მეტი სიმინდი, სამხრეთ თურქეთის ისკენდერუნში მიაქვს.

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ოლექსანდრ კუბრაკოვმა ორივე გემის გასვლა დაადასტურა და თქვა, რომ პივდენნი, უკრაინის ზომით მესამე პორტი რომელიც შეთანხმებაშია ჩართული, ახლა მოქმედებს და ამ ინიციატივის ნაწილია.

კუბრაკოვმა ადრე თქვა, რომ პრივდენნის გახსნას შეეძლო უკრაინის სრული ექსპორტის მოცულობა თვეში 3 მილიონ ტონამდე გაეზარდა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი შეჩერებული იყო, რაც გლობალურად სურსათზე ფასების მკვეთრი ზრდის მიზეზი გახდა და წარმოშვა შეშფოთება, რომ ახლო აღმოსავლეთში და აფრიკაში მოსახლეობის გამოსაკვებად საჭირო სურსათი არ იქნებოდა.

მარცვლეულის ექსპორტის განახლებას ზედამხედველობს ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრი სტამბოლში, სადაც რუსეთის, უკრაინის, თურქეთის და გაეროს წარმომადგენლები მუშაობენ.

XS
SM
MD
LG