ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელსა და პალესტინელთა შორის მყიფე სამშვიდობო შეთანხმება ამოქმედდა


ეგვიპტის შუამავლობით ისრაელსა და ღაზაში ისლამისტ ჯიჰადისტ მებრძოლებს შორის მიღწეული მყიფე შეთანხმება მოქალაქეებს იმედს აძლევს, რომ კონფლიქტი, რომელიც ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ გამწვავდა და 44 პალესტინელის, მათ შორის 15 ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა, დასრულებულია.

სამშვიდობო შეთანხმება ოფიციალურად კვირას ღამით დაიწყო და მისი მიზანი ღაზაში გასული წლის 11-დღიანი ომის შემდეგ, ყველაზე მწვავე იყო. შარშან კონფლიქტმა პალესტინელთა სანაპირო ტერიტორია გაანადგურა.

სამშვიდობო შეთანხმების ამოქმედებამდე სულ ცოტა ხნით ადრე და შემდეგაც, მხარეები რამდენიმე საჰაერო იერიშის და სროლის შესახებ იტყობინებოდნენ, თუმცა შეთანხმების მნიშვნელოვანი დარღვევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ამოქმედებიდან სულ რამდენიმე წუთში ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადა, რომ მის მიმართ გასროლილი რაკეტების წინააღმდეგ, ის ღაზაში არაერთ სხვადასხვა სამიზნეს უტევს. თუმცა მოგვიანებით დააზუსტეს, რომ ეს იერიშები შეთანხმების ამოქმედებამდე რამდენიმე წუთით ადრე ხდებოდა.

მართალია მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, მაგრამ ისინი კვლავ ერთმანეთს აფრთხილებენ, რომ ნებისმიერ ძალადობრივ ნაბიჯს ამგვარადვე უპასუხებენ.

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიესალმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას და ეგვიპტის პრეზიდენტს აბდელ ფატა ალ-სისის და მის ქვეყანას შუამავლობისთვის მადლობა გადაუხადა. ბაიდენმა სამოქალაქო პირთა დაღუპვას ტრაგედია უწოდა და გამოძიებისკენ მოუწოდა.

XS
SM
MD
LG