ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელმა "რკინის გუმბათის" საზღვაო ვერსია წარმატებით გამოსცადა


ისრაელი აცხადებს, რომ ახალი საზღვაო სარაკეტო თავდაცვის სისტემა წარმატებით გამოსცადა. სისტემა სახელწოდებით C-Dome, არის „რკინის გუმბათის“ ერთგვარი საზღვაო ვერსია. ისრაელი ბოლო ათი წლის მანძილზე „რკინის გუმბათის“ ღაზის სექტორიდან გასროლილი რაკეტებისგან თავდაცვისთვის იყენებს.

ახალი სისტემა ისრაელის უახლესი თაობის ხომალდებზეა განთავსებული, რომლებიც ისრაელის სანაპირო ზოლს და ხმელთაშიუა ზღვაში, ბუნებრივი აირის ოფშორულ აქტივებს იცავს.

ისრაელის თავდაცვის უწყების ცნობით, გამოცდა მოიცავდა შემომავალი საფრთხეების სიმულაციას, მათ შორის რაკეტების, საკრუიზო რაკეტებისა და დრონების თავდასხმის სიმულაციას.

„სისტემები, რომლებსაც ჩვენ ვავითარებთ, როგორც ისრაელის მრავალსაფეხურიანი სარაკეტო თავდაცვის ნაწილს, საშუალებას გვაძლევს, რეგიონში ირანის მარიონეტების წინააღმდეგ ვიმოქმედოთ და თავი დავიცვათ მათი იარაღის სისტემებისგან, რომლებიც მუდმივად განახლდება. ჩვენ ვაგრძელებთ მათზე ორი ნაბიჯით წინ დგომას და გავაგრძელებთ ჩვენი შესაძლებლობების განვითარებას და განახლებას, რათა რეგიონში უსაფრთხოების უპირატესობა შევინარჩუნოთ“ - აცხადებს ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ბენი განცი.

მინისტრის ცნობით, გამოცდა ცოტა ხნის წინ ჩატარდა, თუმცა სხვა დეტალების შესახებ ის არ საუბრობს. C-Dome ისრაელის სარაკეტო თავდაცვის სისტემის ნაწილი გახდება.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG