ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი ბირთვული შეთანხმების წარმატებისთვის, ამერიკული სანქციების მოხსნას ითხოვს


ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ვენის მოლაპარაკებები, რომელიც 2015 წლის საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების აღდგენის მიზნით იმართება, წარმატებული ვერ იქნება, თუ შეერთებული შტატები არ იქნება მზად, ირანზე დაკისრებული სანქციები გააუქმოს.

„შეერთებულმა შტატებმმა უნდა დაადასტუროს თავისი ნება, რომ ირანს ძირითად საქნციებს მოუხსნის. შეთანხმების მისაღწევად, გარანტიები აუცილებელია“ - განაცხადა იბრაჰიმ რაისმა დოჰაში, ყატარის ამირთან, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

2015 წელს, ირანს, გერმანიას, ჩინეთს, საფრანგეთს, რუსეთს, ბრიტანეთს და შეერთებულ შტატებს შორის დადებული შეთანხმება, თეირანს ურანით გამდიდრებას უზღუდავდა. სანაცვლოდ, შეთანხმება საერთაშორისო სანქციების მოხსნას გულისხმობდა.

2018 წელს, ვაშინგტონმა შეთანხმება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით დატოვა. ტრამპის ადმინისტრაციამ მაშინ ირანი გააკრიტიკა და მას სანქციები განუახლა. ტრამპის ადმინისტაციაში მიაჩნდათ, რომ შეთანხმება სუსტი იყო და ის არ იყო საკმარისი, რათა ირანს შეეზღუდა ბირთვული პროგრამები.

XS
SM
MD
LG