ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი: ბაიდენი-პუტინის სამიტის კონკრეტული გეგმები არ არსებობს


კრემლი აცხადებს, რომ აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის, უკრაინის საკითხზე სამიტის გამართვის კონკრეტული გეგმები არ არსებობს. მანამდე, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ორი ლიდერი შეხევდრაზე „პრინციპში“ შეთანმხდა.

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, პრეზიდენტებს შორის სატელეფონო ზარი, ან შეხვედრა, შესაძლოა ნებისმიერ დროს შედგეს, მაგრამ სამიტის კონკრეტული გეგმები ჯერჯერობით არ არსებობს.

თეთრი სახლი აცხადებს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი მიიღებს სამიტში მონაწილეობას იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება.

“ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დიპლომატიისთვის. ჩვენ ასევე მზად ვართ, დადგეს სწრაფი და მძიმე შედეგები, თუ რუსეთი მის აირჩევს”- აცხადებს თეთრი სახლის პრესსპიკერი, ჯენ საკი.

უკრაინა ითხოვს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც მიმართულია მიმდინარე კრიზისის მოგვარებისკენ, თავად იყოს ჩართული. „არავის შეუძლია, ჩვენ გარეშე ჩვენი პრობლემის გადაჭრა“ - განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების მაღალ ჩინოსანმა, ოლექსი დანილოვმა გამართულ ბრიფინგზე.

დასავლეთი აცხადებს, რომ რუსეთის კრიზისის ეპიცენტრში, სამხედრო წარმომადგენლობას ზრდის და აძლიერებს. ვაშინგტონი, ასევე ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ მოსკოვი უკრაინაში შეჭრას გეგმავს, თუმცა კრემლი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ასეთი გეგმები არ აქვს.

XS
SM
MD
LG