ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელმა ღაზის სექტორზე საჰაერო იერიში მიიტანა


შეთანხმებიდან რამდენიმე კვირის თავზე ისრაელმა ღაზის სექტორზე საჰაერო იერიში მიიტანა. როგორც ისრაელის თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, ეს იყო საპასუხო რეაქცია მანამდე, 15 ივნისს, მომხდარ სარაკეტო იერიშზე, რომელმაც ისრაელის ტერიტორიაზე 20-მდე ხანძრი გამოიწვია.

სამინისტროს განმარტებით ღაზის სექტორზე მიტანილი იერიშის მიზანი ჰამასთან დაკავშირებული შენობების განადგურება იყო. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს ტერიტორიები ჰამასმა მას შემდეგ დაიკავა, რაც რამდენიმე კვირის წინ ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავება, იერუსალიმში მოწყობილმა აღლუმმა გამოიწვია, რომელშიც მემარჯვენე რადიკალური ჯგუფები მონაწილეობდნენ. აღლუმის გამართვის შემდეგ, ჰამასმა ისრაელის მიმათულებით ცეცხლი გახსნა და მუქარის შემცველი განცხადებები გაავრცელა. ისრაელის თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ ისინი მზად არიან ყველა სცენარისთვის და დაიცავენ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს.

შეგახსენებთ, რომ მაისში 11 დღიანი შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობდა. საჰაერო იერიშებს ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG