ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთაშორისო ამნისტიის კიევის ოფისის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა


საერთაშორისო ამნისტიის ლოგო
საერთაშორისო ამნისტიის ლოგო

„საერთაშორისო ამნისტიის“ უკრაინის ოფისის ხელმძღვანელმა, ორგანიზაცია დატოვა, მას შემდეგ რაც ორგანიზაციამ, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ბრალი დასდო, რომ ისინი მშვიდობიან მოსახლეობას რისკის ქვეშ აყენებენ ძალების საცხოვრებელ კორპუსებთან ახლოს განთავსებით.

ორგანიზაციამ ანგარიში ხუთშაბათს გამოაქვეყნა, რის შემდეგაც ის უკრაინის მთავრობამ მკაცრად გააკრიტიკა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯგუფს ბრალი დასდო, რომ „გადააქვს პასუხისმგებლობა აგრესორიდან მსხვერპლზე“.

უკრაინის „საერთაშორისო ამნისტიის“ ოფისის ხელმძღვანელმა ოკსანა პოკალჩუკმა ფეისბუქზე პარასკევს განაცხადა, რომ ის თანამდებობას ტოვებს, რადგან ეწინააღმდეგება ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს. მისი თქმით მან ვერ შეძლო, რომ ანგარიშის გამოქვეყნება არ დაეშვა.

პოკალჩუკის განცხადებით, ორგანიზაციამ „მასალა მოამზადა, რომელიც რუსულ ნარატივს უწყობს ხელს. მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მიზეზით გამოქვეყნებული ანგარიში, იქცა რუსული პროპაგანდის იარაღად".

„რთულია ჩემთვის ამის აღიარება, ჩვენ არ ვეთანხმებოდი საერთაშორისო ამნისტიის ღირებულებებს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ორგანიზაციის დატოვება“, - განაცხადა პოკალჩუკმა.

პოკალჩუკის მიერ ორგანიზაციის დატოვების შესახებ საუბრისას, ორგანიზაციის პრესსპიკერმა, „საერთაშორისო ამნისტიის“ გენერალური მდივნის განცხადების ციტირება მოახდინა და თქვა: „ოქსანა ამნისტიის ჯგუფის ღირებული წევრი იყო, და 7 წლის განმავლობაში მართავდა, მის ანგარიშზე, საერთაშორისო ამნისტიის უკრაინის ოფისის ბევრი ადამიანის უფლებების კუთხით მიღწეული წარმატებაა“. ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ის პატივს სცემს პოკალჩუკის გადაწყვეტილებას.

ამ დრომდე თავად ანგარიშზე ორგანიზაციას კომენტარი არ გაუკეთებია. უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისინი ცდილობენ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ფრონტის ხაზიდან. რუსეთი უარყოფს მშვიდობიანი მოსახლეობის სამიზნეში ამოღებას, თუმცა რუსეთის ათობით სარაკეტო თავდასხმას უკრაინაში ბევრი სამოქალაქო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG