ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლინკენი: რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ხაზს უსვამს სოლიდარობის ნიშნად ქართველი და უკრაინელი ხალხის ერთად დგომის საჭიროებას


რუსეთის საქართველოში შეჭრიდან 14 წლისთავზე განცხადებას ავრცელებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რომელიც ამბობს:

"14 წლის წინ, დღევანდელ დღეს, რუსეთი სუვერენულ სახელმწიფო საქართველოში შეიჭრა. ისევე, როგორც ყოველთვის 2008 წლის შემდეგ, დღესაც ვიხსენებთ მათ, ვინც რუსეთის ძალებმა მოკლა და დააშავა. ათეული წლებია, საქართველოს მოქალაქეები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული ოკუპაციის ქვეშ ცხოვრობენ. ათეულობით ათასი ადგილნაცვალია, დევნილია და გაღატაკებული. მათ ართმევენ სიცოცხლესა და სარჩოს."

ბლინკენი დასძენს, რომ "წელს, რუსეთის მორიგი, არაპროვოცირებული შეჭრა უკრაინაში, ხაზს უსვამს სოლიდარობის ნიშნად ქართველი და უკრაინელი ხალხის ერთად დგომის საჭიროებას. საქართველოს ხალხმა ძალიან კარგად იცის, რა არნახულ სირთულეებსა და ნგრევას იწვევს რუსეთის აგრესიული ქმედებები, მათ შორის დეზინფორმაცია, ეგრეთ წოდებული “ბორდერიზაცია" და მასობრივი გასახლებები."

ამერიკის პირველი დიპლომატის განცხადებით "რუსეთი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებზეა პასუხისმგებელი. მან უნდა გაიყვანოს ჯარები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს გზის გახსნა ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდებისათვის. მან აგრეთვე უკან უნდა წაიღოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება. ეს ნაბიჯები არსებითია ასობით ათასი ქვეყნის შიგნით ადგილნაცვალი პირისათვის, რათა ისინი სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნდნენ.

ჩვენ კვლავ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ხალხს, რომელიც საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას და კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტას ცდილობს."

XS
SM
MD
LG