ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა ამერიკელ ყოფილ საზღვაო ქვეითს პოლ უელანს ჯაშუშობის მუხლით ბრალი წაუყენა


საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, რუსეთმა ყოფილ ამერიკელ საზღვაო ქვეითს, პოლ უელანს ჯაშუშობის მუხლით ბრალი წაუყენა. ამ ინფორმაციას სხვა, დამოუკიდებელი წყაროები ჯერჯერობით ვერ ადასტურებენ.

ორშაბათს, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ აშშ-ის 48 წლის მოქალაქე პოლ უელანი 28 დეკემბერს „ჯაშუშური საქმიანობისას“ დააკავა და სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაიწყო.

უელანი ამერიკის ფლოტის ყოფილი საზღვაო ქვეითია. ამჟამად, ის ამერიკული კომპანიის ავტომობილის ნაწილების მომმარაგებელი კომპანიის უსაფრთხოების პროგრამის დირექტორია. უელანის ოჯახის წევრებმა მისი დაკავების შესახებ რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციიდან შეიტყვეს. ამის შემდეგ კი კონგრესის წარმომადგენლებსა და ამერიკელ დიპლომატებს აცნობეს.

გუშინ, უელანთან აშშ-ის საკონსულოს თანამშრომელი შეუშვეს. საკონსულოს თანამშრომლის შესვლამდე რამდენიმე საათით ადრე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ რუსეთისაგან ახსნა-განმარტება და დაკავებული ამერიკელის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG