ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ამერიკელთან აშშ-ის საკონსულოს თანამშრომელი შეუშვა


პოლ უელანი
პოლ უელანი

რუსეთმა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ამერიკის მოქალაქესთან აშშ-ის საკონსულოს თანამშრომელი შეუშვა. ამ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საკონსულოს თანამშრომლის შესვლამდე რამდენიმე საათით ადრე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ რუსეთისაგან ახსნა-განმარტება და დაკავებული ამერიკელის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

ორშაბათს რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ აშშ-ის 48 წლის მოქალაქე პოლ უელანი 28 დეკემბერს „ჯაშუშური საქმიანობისას“ დააკავა და სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაიწყო.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ ცნობით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს თავისუფლების 20 წლამდე აღკვეთა ემუქრება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG