ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა ამერიკის მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა


რუსეთმა ამერიკის მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით მოსკოვში დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა დღესვე გაავრცელა ცნობა, რომ ამერიკელი პოლ უელანი 28 დეკემბერს დააკავეს „ჯაშუშობის აქტის განხორციელებისას“ და რომ საქმეზე გახსნილია სისხლის სამართლის გამოძიება.

ფედერალურ სამსახურს ჯერჯერობით სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია, თუმცა სახელმწიფო მედია სააგენტო“ტასის“ ინფორმაციით, უელანს 20 წლით პატიმრობა ემუქრება.

ამ ეტაპზე, ამერიკილ ოფიციალურ პირებს დაკავებაზე რეაქცია არ გაუკეთებიათ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG