ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში ანტიამერიკული განწყობა იზრდება


მაისის შედეგები მარტის ანალოგიურ კვლევასთან შედარებით ანტიამერიკული სენტიმენტების 10-პროცენტიან ზრდას აჩვენებს

რუსეთის დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ახალი გამოკითხვა ადასტურებს, რომ ქვეყანაში ანტიამერიკული განწყობები იზრდება. „ლევადას ცენტრის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული შედეგებით, რესპონდენტთა 71 პროცენტი ამერიკის მიმართ „ზოგადად ცუდ“, ან „ძალიან ცუდ“ განწყობას აფიქსირებს.

მაისის შედეგები მარტის ანალოგიურ კვლევასთან შედარებით ანტიამერიკული სენტიმენტების 10-პროცენტიან ზრდას აჩვენებს. კითხვაზე, თუ ვის მიიჩნევენ რუსეთის მიმართ „არამეგობრულ“, ან „მტრულ“ ქვეყნად, გამოკითხულთა 69 პროცენტი ამერიკის შეერთებულ შტატებს ასახელებს. მხოლოდ 30 პროცენტი - უკრაინას, ქვეყანას, რომელთანაც რუსეთი ამჟამად ძალადობრივ კონფლიქტშია. შემდეგ მოდიან ბალტიისპირეთის ქვეყნები: ლიტვა - 25, ლატვია - 23 და ესტონეთი - 21 პროცენტით. მეგობრულ ქვეყნებში კი გამოკითხულთა 51 პროცენტით ბელორუსი ლიდერობს. მეორე ადგილზეა ჩინეთი - 41 და მესამეზე ყაზახეთი -37 პროცენტით.
XS
SM
MD
LG