ვაშინგტონი —
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ევროპაში ვიზიტით ჩავიდა. იგი აცხადებს, რომ მის ინტერესებში რუსეთის დაშინება არ შედის. "ამერიკის ხმის" თეთრი სახლის კორესპონდენტი ლუის რამირესი პრეზიდენტ ობამასთან ერთად მგზავრობს და ვარშავიდან გვიამბობს:
როგორც კი პრეზიდენტი ობამა თვითმფრინავიდან გადმოვიდა, მან პოლონეთში ჩამოსვლის მიზეზებზე ისაუბრა.
„მე ჩემს ვიზიტს პოლონეთით ვიწყებ, რადგან ჩვენს ქვეყნებს უსაფრთხოების სფეროში დიდი კავშირები აქვთ. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების უსაფრთხოება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ჩვენი პრიორიტეტია" - განაცხადა მან.
ამერიკის პრეზიდენტი პოლონეთის საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს. შეერთებული შტატები მხარს უჭერდა პოლონეთს, რათა მას თავი დაეღწია მოსკოვის გავლენისგან და ახლა პრეზიდენტი ობამა ირწმუნება, რომ ახალი რუსეთის აგრესია, სწორედ ძველი მოსკოვური გავლენების გადმონაშთია.
ბატონმა ობამამ განაცხადა, რომ ამერიკა აფასებს პოლონეთის თანამშრომლობას უსაფრთხოების საკითხებში და მიმართავს კონგრესს, რომ ერთი მილიარდით გაზარდოს სამხედრო გადამზადების, თრეინინგების ბიუჯეტი და მეტი ამერიკელი სამხედრო შენაერთი და აღჭურვილობა გაიგზავნოს ევროპაში, განსაკუთრებით კი ნატოს ახალ აღმოსავლეთ ევროპის წევრ ქვეყნებში.
შეერთებული შტატებისთვის ასევე მნიშვნელოვანი იქნება სამხედრო შენაერთების განთავსება სხვა სტრატეგიულ მოკავშირე ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. ამერიკისთვის ასევე პრიორიტეტულია საზღვაო ფლოტის გაძლიერება შავ და ბალტიის ზღვებში.
თუმცა, ეს ძალისხმევა არაა საკმარისი პოლონეთის და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებისთვის. პოლონეთის მთავრობამ ამერიკას 10 000 ამერიკელი ჯარისკაცის გაგზავნა სთხოვა, რუსეთის აგრესიის თავიდან ასაცილებლად.
პრესკონფერენციაზე ამერიკის ლიდერთან ერთად, პოლონეთის პრეზიდენტმა ბრონისლავ კომოროვსკიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა თავდაცვისთვის განკუთვნილ ბიუჯეტს ზრდის.
პრეზიდენტი ობამა მიესალმა ამ ფაქტს და ნატოს წევრ ქვეყნებს სტრატეგიული პარტნიორების დასაცავად მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა. ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ეტყვის ამერიკის პრეზიდენტი რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინს, როცა ისინი ერთმანეთს ნორმანდიის გათავისუფლების 70 წლის იუბილეზე შეხვდებიან, შეერთებული შტატების ლიდერმა უპასუხა:
„ჩვენ რუსეთთან კარგი ურთიერთობა გვსურს. ჩვენ არ ვართ რუსეთის დაშინებით დაინტერესებულნი. ჩვენ ვაფასებთ რუსეთის ლეგიტიმურ ინტერესს, მის საზღვრებთან მიმდინარე მოვლენებში და მის ისტორიულ კავშირს უკრაინასთან. თუმცა, ამასთანავე გვჯერა, რომ ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი და სუვერენიტეტი დაცული უნდა იყოს. აშკარაა, რომ რუსეთმა ისინი დაარღვია და ამიტომაც ჩვენ შევინარჩუნებთ სანქციებს მის წინააღმდეგ.“
პრეზიდენტ ობამას განრიგი პოლონეთში აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ლიდერებთან შეხვედრას ითვალისწინებს. ოთხშაბათს, პრეზიდენტი ობამა უკრაინის ახლადარჩეულ პრეზიდენტს შეხვდება და მონაწილეობას მიიღებს პოლონეთის თავისუფლების დღის აღნიშვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაში. ამის შემდეგ, იგი ბრიუსელში დიდი შვიდეულის სამიტზე გაემგზავრება, სადაც რუსეთი მიწვეული არ არის.