ვაშინგტონი —
ხუთშაბათს, მსოფლიოს უახლესი ეკონომიკური ჯგუფის შექმნის ხელმოწერის ცერემონია, ტაშის და ამაღელვებელი მუსიკის თანხლებით ჩატარდა.
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, რუსეთმა, ბელარუსმა და ყაზახეთმა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შექმნის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
სომხეთი და ყირგიზეთი ამ კავშირს წლის ბოლოსთვის შეუერთდებიან. ზოგიერთები, ამ მოსკოვის გარშემო შეკრებილ ჯგუფს, „მინი საბჭოთა კავშირს“ უწოდებენ.
მაგრამ, როცა ასტანაში 3,000 ადგილიანი დამოუკიდებლობის სასახლე შავ, ბიზნეს კოსტუმებში გამოწყობილი ადამიანებით გაივსო, მოსკოვის დიდი პრიზი - უკრაინა - იქ არ იყო.
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ პროტოკოლი დაარღვია და პირდაპირ დაიჩივლა, რომ უკრაინა გამოითიშა. მან თქვა:
„დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან, უკრაინის ლიდერები მიხვდებიან, თუ სად არის ქვეყნის ბედნიერება.“
რუსეთის პრეზიდენტი პუტინი უფრო დიპლომატიური იყო. გასული წლის განმავლობაში, ღიად თუ ფარულად, ის უკრაინის მოსკოვის გავლენის სფეროში დაბრუნებას ცდილობდა. მან თქვა:
„ზოგიერთი უფლებამოსილების ევრაზიული კავშირის ორგანოებისთვის გადაცემა, ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტს აბსოლუტურად არავითარ ზიანს არ აყენებს.“
უკრაინის 46 მილიონიანი მოსახლეობა, 10 მილიონით მეტია, ვიდრე ერთად აღებული სომხეთის, ბელარუსის, ყირგიზეთის და ყაზახეთის მოსახლეობა.
ნიუ იორკის უნივერსიტეტის რუსეთის ექსპერტი მარკ გალეოტი ამბობ, რომ პუტინს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, კიევის ორიენტაცია რუსეთის მიმართულებით შეცვალოს.
„ძალიან გამიკვირდებოდა, პუტინი უკრაინის ევრაზიის ეკონომიკურ საბაჟო კავშირში არშესვლას რომ შეეგუოს, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ უკრაინის გარეშე, ეს კავშირი სულ უფრო მეტად უღიმღამოდ გამოიყურება. ეს ცოტა უფრო მეტია, ვიდრე რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების სერია. ამ მიმართებით, უკრაინას გადამწყვეტი როლი აქვს და ეს კარგად ხსნის იმას, თუ რუსები ამ საქმეში რატომ იყვნენ ასე ძლიერ დაინტერესებული.“
მოკლედ რომ ვთქვათ, რუსეთის პრეზიდენტს სურს, რომ კიევი მოსკოვისკენ იხედებოდეს და არა ბრიუსელისკენ.
მაგრამ ხუთშაბათს, კიევში, უკრაინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თქვა, რომ ევროკავშირთან ეკონომიკური ასოცირების პაქტის ხელმოწერას ივნისის შუა რიცხვებისთვის გეგმავს.
საქართველო და მოლდოვა მსგავს პაქტებს ხელს 27 ივნისს მოაწერენ. ბალტიისპირეთის სამი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, ლატვია, ლიტვა და ესტონეთი უკვე ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები არიან.
უკრაინის საპროტესტო მოძრაობა, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ევროპისკენ მიმავალი გზის არჩევას ითხოვდა. სახალხო აჯანყებამ, თებერვალში, უკრაინის პრო-რუსული პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი აიძულა გაქცეულიყო.
მოსკოვში, კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსი მაშა ლიპმანი ამბობს, რომ ბატონი პუტინის ჯვაროსნული ლაშქრობა, უკრაინა დაძალებით ან დაყვავებით ევრაზიულ კავშირში შეიყვანოს, წაგებული საქმეა.
„უკრაინის ევრაზიულ კავშირში შეყვანა წარსულის საქმეა. უკრაინა ოდესმე ევრაზიულ კავშირს რომ შეუერთდეს, ამას უკრაინაში პოლიტიკური კრიზისი და ორიენტაციის დასავლეთიდან რუსეთისკენ გადართვა დასჭირდება.“
ამ წლის ბოლოსთვის, ყოფილ საბჭოთა კავშირს რღვევის ახალი ზოლები გაუჩნდება. ხუთი რესპუბლიკა ბატონ პუტინის ევრაზიულ კავშირში იქნება, ექვსი ევროკავშირთან იქნება დაკავშირებული, ოთხი კი არცერთ ბლოკთან არ იქნება გაერთიანებული.
ლიპმანი ამბობს, რომ მოსკოვს გეოსტრატეგიული გეგმა აქვს.
„ევრაზიული კავშირი, ასეთი შემადგენლობით, პატარად და არაშთამბეჭდავად გამოიყურება. მაგრამ აშკარაა, რომ პრეზიდენტი პუტინი გლობალური სისტემის ცვლილების გამოყენებას შეეცდება, სადაც შეერთებული შტატები ერთადერთი ზესახელმწიფოს ადგილს თანდათან კარგავს, ჩინეთი ძლიერდება და შესაძლოა ეს ევრაზიული კავშირი რაღაც უფრო დიდის ნაწილი არის.“
მაგრამ იმ დროს, როცა პრო-რუსული სეპარატისტები კიევს აღმოსავლეთის კიდეზე ებრძვიან, ახალი კავშირის გამო ყველა არ არის კმაყოფილი. სომხეთში, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების საწინააღმდეგო დემონსტრაციები გაიმართა და ხუთშაბათს, ასტანაში პოლიციამ ათობით დემონსტრანტი დააკავა, რომელთაც ქირურგიული ნიღბები ეკეთათ და ეკავათ პლაკატები წარწერით: „ რუსეთის იმპერიული ვირუსისგან თავი დაიცავით!“
რუსეთში კი ძალის განვრცობა უფრო პოპულარული ხდება.
ხუთშაბათს, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის რუსეთის სახელმწიფო ცენტრმა მონაცემები გამოაქვეყნა, რომელიც აჩვენებს, რომ რუსეთში გამოკითხულთა 82 პროცენტი ფიქრობს რომ, რუსეთი მსოფლიო საქმეებზე ამჟამად „დიდ გავლენას“ ახდენს. ეს, ექვსი წლის წინანდელ მონაცემებთან შედარებით 50 პროცენტიანი ნახტომია.
გამოკითხვაში მონაწილე 1600 ადამიანს ჰკითხეს: უნდა დაიბრუნოს თუ არა რუსეთმა საბჭოთა კავშირის ზესახელმწიფოს სტატუსი?
42-მა პროცენტმა ამას დადებითად უპასუხა.
დღევანდელი ევრაზიული ეკონომიკურიო კავშირი, შეიძლება ხვალ გეოპოლიტიკურ ერთეულად იქცეს.