ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ღირსების რევოლუცია“ უკრაინაში


ამერიკის ელჩი უკრაინაში ჯეფრი პაიატი შექმნილ ვითარებას და უკრაინაში ბოლო 6 თვის მანძილზე განვითარებულ მოვლენებს აფასებს

„ამერიკის ხმასთან“ ჩაწერილ ექსკლუზიურ ინტერვიუში შეერთებული შტატების ელჩი უკრაინაში -ჯეფრი პაიატი- უკრაინაში შექმნილ ვითარებას აფასებს. ის ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში სეპარატისტთა მომზადებაზე, კვირას ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე და ზოგადად, უკრაინაში ბოლო 6 თვის მანძილზე განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:06 0:00
ბმული

სულ რამდენიმე კვირის წინ ექსტრემისტთა მცირე, საკმაოდ სუსტ ჯგუფს, რომელსაც რუსეთი უმაგრებდა ზურგს, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მხოლოდ რამდენიმე შენობა ეკავა. დღეს მათი სახით უკრაინის ხელისუფლებას საქმე აქვს კარგად გაწვრთნილ, ეფექტურ სამხედრო ძალასთან, რომელმაც რამდენიმე წარმატებული იერიში განახორციელა, მათ შორის აღმოსავლეთის მთავარ აეროპორტზე და უკრაინის არმიის ქვედანაყოფებზე. ჯეფრი პაიატის თქმით, ამის გაკეთებას სეპარატისტები მხოლოდ საკუთარი ძალების ხარჯზე ვერ შეძლებდნენ.

„მყარი მტკიცებულებები არსებობს, რომ ეს ჯგუფები რუსეთის საზღვრებიდან გადმოდიან. მე პირადად, სკეპტიკურად ვუყურებ იმ საკითხს, რომ ეს რაიმე სახის ოფიციალური მხარდაჭერის, თუნდაც, სულ მცირე -წაქეზების- გარეშე ხდებოდეს“ - აცხადებს შეერთებული შტატების ელჩი.

ის გმობს სეპარატისტულ იერიშებს, რომელთა მიზანი ახალი მთავრობის ჩამოყალიბების პერიოდში ქვეყანაში ქაოსის შექმნაა. ელჩი კვირას ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზეც საუბრობს და ამბობს, რომ აღმოსავლეთში მიმდინარე ძალადობის მიუხედავად, ის წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს, ვინაიდან უკრაინის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ პრეზიდენტის არჩევაში მონაწილეობა მიიღო. ჯეფრი პაიატი საერთაშორისო მონიტორების დასკვნას ეთანხმება, რომლის მიხედვითაც არჩევნების შედეგები ლეგიტიმურად შეიძლება ჩაითვალოს. ეს იმის მიუხედავად, რომ აღმოსავლეთის ორ რეგიონში ხალხს ხმის მიცემის საშუალება არ მიეცა.

ელჩის აზრით, ყველა გარემოების გათვალისწინებით, უკრაინაში კვირას ჩატარებული არჩევნები ბევრი ნიშნით შესაძლოა ქვეყნის ისტორიაში „ყველაზე თავისუფალ არჩევნებად“ ჩაითვალოს. საუბარია კანდიდატთა მრავალფეროვან ჯგუფზე, ადმინისტრაციული სამზადისის ხარისხზე და დაფიქსირებულ პრესის თავისუფლებაზე. ამიტომაც ჯეფრი პაიატი აცხადებს, რომ ეს „უკრაინისთვის და უკრაინელი ხალხისთვის პოზიტიური არჩევნები იყო“.

რაც შეეხება გამარჯვებულ კანდიდატს, ამერიკის ელჩი თვლის, რომ პეტრო პოროშენკოს ამომრჩევლისგან „ნათლად გამოკვეთილი მანდატი“ გააჩნია. შეერთებული შტატები მხარს უჭერს მის პრიორიტეტებს - აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარებას, უკრაინელ ხალხთან საერთო ენის გამონახვას, ქვეყანაში გამეფებულ კორუფციასთან ბრძოლას და უკრაინის დასავლეთთან მეტი დაახლოების მცდელობას.

„ჩვენ ამას აღვიქვამთ, როგორც უკრაინის მოქალაქეების დაწინაურების, უკრაინული ინსტიტუტებისთვის სტაბილური ფუნდამენტის მშენებლობის და ქვეყანაში უფრო სამართლიანი და დემოკრატიული საზოგადოების შექმნის მცდელობას“ - აცხადებს ჯეფრი პაიატი.

მისი თქმით, შეერთებული შტატები და მისი პარტნიორი ქვეყნები უკრაინას ახალ ეკონომიკურ, თუ სამხედრო დარგში დახმარებას უკვე აწვდიან და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ერთ-ერთი ასეთი დახმარება უკრაინისთვის დამატებითი რადიო დანადგარების მიწოდებაა, რომელიც საკომუნიკაციო საშუალებების დახვეწის გზით, ადგილზე მართვის და კონტროლის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ამასთან ერთად, უკრაინის სამხედრო ძალებს უსაფრთოების შეცვლილ რეალობასთან ადაპტირებაშიც დაეხმარება.

ჯეფრი პაიატს ამერიკის მხრიდან უკრაინელი ხალხის პრო-ევროპული მოძრაობის მიმართ მხარდაჭერა, რომელმაც შედეგად ექსპრეზიდენტის განდევნა და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია მოიტანა, გამართლებულ და სწორ ნაბიჯად მიაჩნია. შეერთებული შტატების ელჩი უარყოფს რუსეთის ხელისუფლების ბრალდებას იმის თაობაზე, რომ ეს მოძრაობა ამერიკელების დაგეგმილი და წარმართული იყო და უკრაინაში ბოლო 6 თვეში განვითარებულ მოვლენებს „ღირსების რევოლუციას“ უწოდებს.
XS
SM
MD
LG