რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამბობს, რომ მისი მთავრობა პეტრო პოროშენკოსთან დიალოგისთვის მზად არის. უკრაინის საპრეზიდენტო საარჩევნო ბიულეტენების ნახევარზე მეტი დათვლილია და პოროშენკო დამაჯერებლად ლიდერობს. ორშაბათს ლავროვმა თქვა, რომ რუსეთი უკრაინელი ხალხის არჩევანს პატივს სცემს.
უკრაინის საარჩევნო კომისიის ცნობით, კვირას გამართული არჩევნების ბიულეტენები, ქვეყნის საარჩევნო უბნების ნახევარზე მეტიდან, უკვე დაითვალეს და პოროშენკომ ხმების დაახლოებით 54 პროცენტი მიიღო. ყოფილი პრემიერი იულია ტიმოშენკო, 13 პროცენტით მეორე ადგილზე იყო.
პოროშენკომ, კანფეტის ბიზნესით დაკავებულმა მილიარდერმა და ყოფილმა პრემიერ მინისტრმა კვირას, არჩევნების მეორე ტურის საჭიროების გარეშე, თავი გამარჯვებულად გამოაცხადა და თქვა, რომ რუსეთის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებისთვის მზად იყო.
„ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ მიმდინარე არჩევნები, რომელიც ნამდვილად თავისუფალი და სამართლიანი იყო, უკრაინელი ხალხის და უკრაინელი ამომრჩევლების აქტიურობა ნათლად აჩვენებს, რომ უკრაინას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, თუ როგორი მომავლის აშენება სურს. ვფიქრობ, რომ რუსეთი ჩვენი მეზობელია და რუსეთის გარეშე რეგიონის უსაფრთხოებაზე , ან თუნდაც გლობალურ უსაფრთხოებაზე საუბარი, ნაკლებად ეფექტური ან თითქმის შეუძლებელი იქნება.“
უკრაინა, ქვეყნის აღმოსავლეთში, პრო-რუსული სეპარატისტების ამბოხების პრობლემით იყო დაკავებული. ორშაბათს, სეპარატისტების ჯგუფმა, ამბოხებულების მიერ კონტროლირებული, დონეცკის მთავარი აეროპორტიდან ფრენები შეაფერხა.